„ტესტის სხვადასხვა ვერსიის სირთულე მერყეობს საშუალო ფარგლებში. გვაქვს ვარიანტი, რომელიც საშუალოზე მარტივიც არის, ესაა მესამე ვარიანტი. საშუალოზე ცოტა რთული ვარიანტია მეორე. 13%-ზე ცოტა მეტია ისეთი, რომელმაც ზღვარი ვერ გადალახა. ისინი, სამწუხაროდ, კონკურსს გამოეთიშებიან. ვერსიებს შორის მინიმალური ბარიერები ასეთია: მესამე ვარიანტი - 24 ქულა, პირველი და მეოთხე ვარიანტი - 23
მისივე თქმით, აბიტურიენტები, რომლებმაც რთული ვარიანტი დაწერეს, არ დაიჩაგრებიან, რასაც სკალირების პროცედურა უზრუნველყოფს.
„იმისათვის, რომ არ დაიჩაგრონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც შედარებით რთული ვერსიები შეასრულეს, ჩვენ მერე უკვე სკალირების პროცედურას მივმართავთ. სკალირების პრინციპი არის, რომ ჩვენ ქულებს მაქსიმალურად ვათანაბრებთ ერთმანეთთან. ასე, რომ ამ თვალსაზრისით აბიტურიენტებმა არ უნდა ინერვიულონ, თუ რთული ვარიანტი შეასრულეს, ეს მათ აუცილებლად დაუფასდებათ“, - განაცხადა სოფო დოლიძემ.
დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდა ცნობილი, სხვა საგნების შედეგები კი, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
ინტერპრესნიუსი