ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბავშვებს ერთდღიანი ვორქშოფების სერიას სთავაზობს. ელექტრონული კონსტრუქტორები, რობოტების აწყობა, 3D გრაფიკის პროგრამაში რაკეტის გამოსახულების შექმნა თუ სხვა ტექნოლოგიური თავსატეხები ყველა ბავშვს დააინტერესებს. ამ ყველაფერში კი თქვენ არაფერს გადაიხდით.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკის ფაბლაბში ახალი, საზაფხულო პროექტი - FAB Summer KIDS დაიწყო.
ვორქშოფებზე დასწრება უფასოა და თითოეული ვორქშოფი სხვადასხვა ასაკის მონაწილეზეა მორგებული. ამიტომ წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ რომელიმე თქვენთვის სასურველ ვორქშოფზე.

გთავაზობთ საბავშვო, 1-დღიანი ვორქშოფების სერიის - FAB SUMMER KIDS ყველა კომპონენტს სარეგისტრაციო ლინკებით. პროექტი გაგრძელდება მთელი აგვისტოს განმავლობაში. შესაბამისად, მოცემული კვირის დღეებიც ძალაშია აგვისტოს თვეში.
Little Bits - ასაკი: 8-12 წლამდე
ორშაბათი 11:00სამშაბათი 11:00
ოთხშაბათი 11:00
ხუთშაბათი 11:00
პარასკევი 11:00
შაბათი 12:00
კვირა 12:00
ეს არის მარტივი და სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნოს ელექტრონიკის საწყისებს. სახალისო და შემეცნებითი ვორქშოფის ფარგლებში ბავშვები მოდულების მარტივი გადაწყობით შეძლებენ შექმნან
რეგისტრაციის ბმული

Lego robotics - ასაკი: 12-14 წლამდე
შაბათს 16:00 - 18:00კვირას 16:00 - 18:00
ვორქშოფის საშუალებით ბავშვები გაეცნობიან პროგრამირებისა და რობოტიკის საწყისებს და საკუთარი ხელით შექმნიან რობოტებს.
რეგისტრაციის ბმული
Arduino - ასაკი: 14-16 წლამდე
შაბათს 14:00 - 16:00კვირას 14:00 - 16:00
Arduino -ს ვორქშოფზე ბავშვები გაეცნობიან თუ რა არის და როგორ მუშაობს არდუინო, შეისწავლიან არდუინოს სენსორებისა და მოდულების გამოყენებას, რის შედეგადაც შექმნიან სხვადასხვა ფუნქციურ მოწყობილობებს.
რეგისტრაციის ბმული
2D და 3D გრაფიკა - ასაკი: 10 წლიდან
2D გრაფიკის ვორქშოფზე ბავშვები შეისწავლიან 2D პროგრამის მუშაობის პრინციპებს და შექმნიან რობოტის გამოსახულებას. 3D გრაფიკის ვორქშოფზე კი შექმნიან რაკეტის 3D მოდელს.2D გრაფიკა: სამშაბათი 11:00
რეგისტრაციიის ბმული
3D გრაფიკა: ხუთშაბათი 11:00
რეგისტრაციის ბმული
მისამართი:
ოქროყანა, ინოვაციების 7
+995 591 70 30 83
ავტობუსები: #90 #124
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს fablab.ge