თუ გყავთ შვილები 8-დან 16 წლამდე და თბილისში ხართ ან დედაქალაქიდან შორს არ იმყოფებით, ეს ამბავი ნამდვილად დაგაინტერესებთ თუ გყავთ შვილები 8-დან 16 წლამდე და თბილისში ხართ ან დედაქალაქიდან შორს არ იმყოფებით, ეს ამბავი ნამდვილად დაგაინტერესებთ, მითუმეტეს, რომ ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო, სასარგებლო და თან უფასოა.
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბავშვებს ერთდღიანი ვორქშოფების სერიას სთავაზობს. ელექტრონული კონსტრუქტორები, რობოტების აწყობა, 3D გრაფიკის პროგრამაში რაკეტის გამოსახულების შექმნა თუ სხვა ტექნოლოგიური თავსატეხები ყველა ბავშვს დააინტერესებს. ამ ყველაფერში კი თქვენ არაფერს გადაიხდით.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკის ფაბლაბში ახალი, საზაფხულო პროექტი - FAB Summer KIDS დაიწყო. პროექტი იწვევს ბავშვებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით და სურთ, ზაფხულის თავისუფალი დღეები პროდუქტიულად, ოქროყანაში გაატარონ.
ვორქშოფებზე დასწრება უფასოა და თითოეული ვორქშოფი სხვადასხვა ასაკის მონაწილეზეა მორგებული. ამიტომ წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ რომელიმე თქვენთვის სასურველ ვორქშოფზე.
გთავაზობთ საბავშვო, 1-დღიანი ვორქშოფების სერიის - FAB SUMMER KIDS ყველა კომპონენტს სარეგისტრაციო ლინკებით. პროექტი გაგრძელდება მთელი აგვისტოს განმავლობაში. შესაბამისად, მოცემული კვირის დღეებიც ძალაშია აგვისტოს თვეში.
სამშაბათი 11:00
ოთხშაბათი 11:00
ხუთშაბათი 11:00
პარასკევი 11:00
შაბათი 12:00
კვირა 12:00
ეს არის მარტივი და სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნოს ელექტრონიკის საწყისებს. სახალისო და შემეცნებითი ვორქშოფის ფარგლებში ბავშვები მოდულების მარტივი გადაწყობით შეძლებენ შექმნან სხვადასხვა დანიშნულების ფერადი სათამაშოები.
კვირას 16:00 - 18:00
ვორქშოფის საშუალებით ბავშვები გაეცნობიან პროგრამირებისა და რობოტიკის საწყისებს და საკუთარი ხელით შექმნიან რობოტებს.
კვირას 14:00 - 16:00
Arduino -ს ვორქშოფზე ბავშვები გაეცნობიან თუ რა არის და როგორ მუშაობს არდუინო, შეისწავლიან არდუინოს სენსორებისა და მოდულების გამოყენებას, რის შედეგადაც შექმნიან სხვადასხვა ფუნქციურ მოწყობილობებს.
2D გრაფიკა: სამშაბათი 11:00
3D გრაფიკა: ხუთშაბათი 11:00
მისამართი:
ოქროყანა, ინოვაციების 7
+995 591 70 30 83
ავტობუსები: #90 #124
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს fablab.ge