ექსკლუზიური ინტერვიუ შალვა ამონაშვილთან შალვა ამონაშვილის სახელი ყველამ იცის, ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან, როდესაც თავისი ძალიან პროგრესული აზროვნებით და იდეებით დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე.მასსა და მის ახლებურ მეთოდებზე განათლების სისტემაში, მთელ საბჭოთა სივრცეში საუბრობდნენ. დღეს ბატონი შალვა მსოფლიო დონის პერსონაა, რომლის ლექციებზე ბევრ ქვეყანაში უშველებელი აუდიტორიები ივსება, რომლის მიერ დანერგილი სისტემით ბევრ ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები იხსნება და რომელსაც უამრავი მიმდევარი ჰყავს... თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში არც ისე ფართოდ იცნობენ და რაც ჩვენთვის, თქვენი მონამორჩილებისთვის არის სამწუხარო, მის უზარმაზარ გამოცდილებას, კონტაქტებს, ცოდნას არ იყენებენ ჩვენს განათლების სისტემაში...
ბატონ შალვას მის კარმიდამოში ვესტუმრეთ თელავთან ახლოს, ბუშეტში. ეს არის საოცრად ლამაზი, საინტერესო, მშვიდი და შინაარსიანი გარემო, სადაც ადამიანი წყდება ყოველდღიურ სტრესებს და სხვა სამყაროში იძირება.ყოველ ზაფხულს ტარდება სემინარები, პედაგოგებისთვის და მშობლებისთვის.ატარებენ თავად ბატონი შალვა, მისი ვაჟი - პროფესორი პაატა ამონაშვილი, მოწვეული ლექტორები. მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ მათ ოჯახებით, რჩებიან აქ გარკვეულ ხანს და არა მხოლოდ ამონაშვილების მიერ გადმოცემულ ჰუმანური პედაგოგიკის არსს ეცნობიან, არამედ თავად მათი თქმით, პოულობენ პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე, თითქმის დანგრეული ოჯახები აქ ერთიანდებიან, მშობლები შვილებთან დაკარგულ კავშირს პოულობენ, ოჯახურ ჰარმონიას ეზიარებიან, საქართველოს ეცნობიან და ჩვენი ქვეყნიდან დადებითი შთაბეჭდილებებით დამუხტულები მიდიან.
ამ დიდ სივრცეში ყველაფრისთვის არის განკუთვნილი ადგილი: სახელოსნო, თეატრი, ლექტორიუმი, საბავშვო მოედანი, აუზი, პატარა ტაძარიც კი. აქ რომ ჩამოდიან უცხოელები, ზოგი საქართველოში ჯვარსაც იწერს და ზოგიც ინათლება. ბევრის ნათლიები თავად ბატონი შალვა და ბატონი პაატა არიან. სტუმრებს პროდუქტებს საკუთარი ფერმიდან, ეკოლოგიურად სუფთას სთავაზობენ. ეს ადგილი ერთგვარ ოაზისად იქცა, რომელსაც უცხოელები ეტანებიან და ქართველებმა ჯერ კიდევ არ იციან.
ბუშეტის ცენტრზე, აღზრდის საკითხებზე, ქართველ მშობლებზე ექსკლუზიურად ვისაუბრეთ ბატონ შალვა ამონაშვილთან:
- მე აქ დავიბადე და ზაფხულობით ბებიასთან ჩამოვდიოდი ხოლმე. მერე კი მე და ჩემმა მეუღლემ ავაშენეთ სახლიდა ზაფხულობით ბევრ დროს ვატარებდით. პირველი შეხვედრა 2011წელს ჩავატარეთ, სადაც შევიმუშავეთ ჰუმანური პედაგოგიკის მანიფესტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია და თარგმნილია მრავალ ენაზე. შემდეგ უკვე დავიწყეთ შეკრებები. მაშინ არ გვქონდა ასეთი პირობები, აუზის გარშემო ვიკრიბებოდით, აუდიტორიად გაშლილ მინდორს ვიყენებდით. მერე გავფართოვდით, მეორე წელია საკონფერენციო სივრცეც გავაფართოვეთ... ადრე აქ ჩვეულებრივი უდაბნო იყო, არც ერთი ხე არ იდგა. იყო მხოლოდ ერთი ცაცხვი. ამ ადგილას, სადაც ახლა ვსხედვართ, საერთოდაც ღორების ფერმა იყო... ეს ყველაფერი ავითვისეთ, გადავაკეთეთ, გავაახლეთ, გავაშენეთ და ახლა მშვენიერი კომპლექსია. რასაკვირველია, კიდევ გვაქვს გეგმები, არის აუთვისებელი ტერიტორიებიც და მასაც ფუნქციურად დავტვირთავთ. კოტეჯებიც გვინდა დავამატოთ, იმდენია მსურველი, რომ აქ გაატაროს რამდენიმე დღე, ჩვენთან ერთად, ყველას არ ჰყოფნის ადგილი.
- შეიძლება ააშენო, მაგრამ ხალხი არ მოდიოდეს. ხალხი რომ მოდიოდა, იმიტომაც გაჩნდა ამის გაკეთების, გაფართოების იდეა. მე და ჩემმა მეუღლემ დავაარსეთ ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრი. შემდეგ გაჩნდა ცენტრები სხვადასხვა ქვეყანებში, მაგალითად უკრაინაში, ლატვიაში, ფინეთში, ყაზახეთში და ა.შ..რამდენიმე ცენტრმა დამფუძნებელთა კრება ჩაატარა და იურიდიულად გავფორმდით. როცა ეს ცენტრი გაძლიერდა, საზოგადოების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა სულიერი ცხოვრების მიმართ. აინტერესებთ, რა არის სულიერი ცხოვრების არსი, ოჯახი როგორ შევქმნათ, რა მოჰყვება ამას, ან რატომ იშლება ოჯახი, ბავშვს რა ემართება ამ დროს. ჩვენს საქმიანობასაც ეს დატვირთვა აქვს, რომ ყველაფერი ერმანეთს შეერწყას. ბავშვის აღზრდა დიდების აღზრდიდან იწყება. თუ არ ზრდი შენს თავს, მაშინ ვერც ბავშვს გაზრდი... შენ გგონია, სულ უნდა უყვირო, აიძულო, მოსთხოვო და კონტროლში გყავდეს. ასე კი ბავშვს არ შეუყვარდები. ამას სწავლა უნდა და ვცდილობთ, ვასწავლოთ.
დავიწყეთ სემინარები და მოზღვავდა ხალხი. მეექვს წელია ასე გრძელდება.წელს განსაკუთრებიით ბევრი ადამიანი მივიღეთ. 1200 კაცი ჩამოვიდა. სექტემბერში დამატებითი ჯგუფი გავხსენით ისე, რომ არ გამოვაცხადეთ. მოდიან შვილებით, ქმრებით, ზოგს სიდედრი მოჰყავს. ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან. დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ 34 ქვეყნიდან იყვნენ წელს ჩვენთან ადამიანები ჩამოსულები.
- რასაკვირველია. როცა 1200 კაცი ჩამოვა უცხოეთიდან და მოხიბლულები არიან, ისინი მეორედ და მესამედაც ჩამოვლენ.
ამავე დროს, ჩვენ ყოველდღე რაღაცას ვაშენებთ, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული. სეზონზე 40-მდე ადგილობრივი მუშაობს ჩვენთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენმა ცენტრმა სოფლის განვითარებასაც შეუწყო ხელი. სოფელი ჩვენგან წყალს ღებულობს. იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვერ ვაბინავებთ, სოფლის მცხოვრებლები იღებენ. როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით სოფლის მოსახლეობას.ზოგჯერ მოგვყავს აქაური ორი-სამი ბავშვი, რომ ისწავლონ რუსული, ადამიანური ურთიერთობები, იარონ ლაშქრობაში.სოფელი კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ. სივრცე დახურულია, თუმცა როცა არავინ არ არის, მაშინ მოდიან ადგილობრივები, აქ სეირნობენ, რჩევებს გვეკითხებიან.
- რა თქმა უნდა. ოცნება ბევრია, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ის, რაზეც ვოცნებობდი.საუკეთესო მოწაფეები გამოვზარდეთ, რომლებმაც ოთხი ეტაპი გაირეს, ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი აქ და მივეცით დიპლომები.
- ქართველმა მშობლემა ჩვენს შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან. რაც შეეხება სკოლებს, პირველი ექსპერიმენტული სკოლა, სადაც დავიწყე მე ჰუმანური პედაგოგიკის დანერგვა წლების წინ. პირველი ექსპერიმენტულის პედაგოგები წელს უკვე მეორედ ჩამოვლენ. სხვა მასწავლებლებიც დაინტერესდებიან, თუ ხელმძღვანელი ორგანოები და გადასამზადებელი კურსები გააგებინებენ ჩვენს შესახებ.
- ჩვენ ძალიან ვცდილობთ. რამდენიმე პროექტიც დავწერეთ ქართველი პედაგოგებისათვის.იმედი გვაქვს, რომ გამოგვივა ხელმძღვანელ ორგანოებთან თანამშრომლობა. საქართველოს ახლა სჭირდება წინ წასული მასწავლებელი. ახალ საქართველოს ძველი მასწავლებელი არ გამოადგება. ახალ საქართველოს არ გამოადგება დაშტამპული ინსტრუქციები. სკოლებში რომ მასწავლებლებს მიაწოდონ ინფორმაცია ჩვენს შესახებ, აქ ბევრი მოვა.
- პირველექსპერიმენტულ სკოლაში ჯერ კიდევ არიან პედაგოგები ვინც აგრძელებენ ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლების მიხედვით სწავლებას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგალითად ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, უკრაინაში, ყაზახეთში არაერთი სკოლაა ჰუმანური პედაგოგიკისსაფუძვლებზე გახსნილი.
- ჰუმანური პედაგოგიკის დიდი ნაწილი დამყარებულია რწმენაზე. თუ რწმენა არ აქვს ადამიანს, არც ერთი მეთოდი არ გამოადგება.ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ცა ცოცხალია და მასთან უნდა ითანამშრომლოს. როცა ამის რწმენა გაქვს, მაშინ მეთოდი, ელაპარაკო შვილს, გამოგადგება. თუ არა, ამ მეთოდს ვერ გამოიყენებ და უბრალოდ დასცინებ პედაგოგიკას. სიტყვა ჰუმანური ნიშნავს თავის თავში ღმერთის ძიებას, თავის შემეცნებას. ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ თავად არის ამ ქვეყნის ფასი და არა ის, რასაც ქვეყანა აძლევს მას. ფასი შენშია. თუ ამას გავაგებინებთ ბავშვს, მაშინ ამას დაერქმევა ჰუმანური პედაგოგიკა. ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უნდა ჩაუღრმავდეს. შენ ის დედა ხარ, რომელიც შენს ბავშვს სჭირდება? უნდა გაგეჩინა ბავშვი? ბავშვის გაჩენამდე უნდა დაფიქრდე, შენ შეესაბამები მის აღზრდას? თუ არა და ნუ გააწვალებ ბავშვს. მზად უნდა იყო დედობისთვის ან მამობისთვის. უნდა იცოდე, როგორ მიიღო ბავშვი. ამას ვუხსნი ადამიანებს. ეს ცოტა რთულად გასაგებია, ამიტომ ადამიანები ჩამოდიან მეორედ, მესამედ.
- თუ ადამიანი მიხვდება, სად დააკლო შვილს და შეეცდება იქ შეავსოს, მოგვარდება. მაგრამ თუ ადამიანი თავის ჭკუაზე დარჩება და მარტო მეთოდები უნდა ჩვენგან, არაფერიც არ შეიცვლება. სწორედ ამ დღეებში ჩვენ მშობლებს უნდა ვასწავლოთ, როგორი წერილები დაუწერონ შვილებს, რა სიტყვებით უნდა დაუწერონ და როგორი ცრემლის წვეთი უნდა დაეცეს ამ წერილს. შემდეგ უნდა დააწებონ და გადასცენ შვილებს. ამ დროს კი შვილი უწერს დედას წერილს. მერე ვახვედრებთ ერთმანეთს და გადასცემენ ამ წერილებს. ბავშვი ეხუტება დედას, დედა ეხუტება შვილს. როცა ადამიანი მიხვდება და თანახმაა, რომ თავს ძალა დაატანოს, მაშინ ყველაფერი გამოვა. ადამიანი უნდა გათავისუფლდეს გაღიზიანებისგან. გაღიზიანების დროს ადამიანის აზრები ცუდი ხდება და უნდა სხვას ცუდი გაუკეთოს.ეს მონაკვეთი კი მისი ნორმალური განვითარებიდან ამოვარდნილია. შენ ამ დროს შენი თავი წაართვი ღმერთს.მე არ ვამბობ, რომ სრულყოფილი გავხდი. მე ვამბობ, რომ მინდა ასეთი გავხდე და ამას ვცდილობ.უნდა ეცადო ადამიანმა, რომ გაღიზიანება მოიცილო. როცა ღიზიანდები, ამას მეორე დღის გადმოსახედიდან უნდა გახედო და სასაცილოდ მოგეჩვენოს. ძლიერი ნებისყოფა უნდა გქონდეს და ფლობდე საკუთარ თავს. სიმშვიდე იქ გინდა, სადაც სიმშვიდე არ არსებობს.
- ძალიან რთულად. მაგრამ მზაობა მქონდა, რადგან ბებია მყავდა მორწმუნე და სულ ლოცვებს მიკითხავდა. ეს ლოცვები ჩამრჩა გონებაში. ამის შემდეგ, 60-იან წლებში სახარება მომიტანა უცნობმა ბავშვმა. როცა წავიკითხე, მაშინ მივხვდი, რა ყოფილა კლასიკური პედაგოგიკა. რამ გააკლასიკა აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვები. მივხვდი, რომ რწმენა უდევს ყველაფერს საფუძვლად. როცა ეს ყველაფერი გავიგე, ჩემს თავში დავიწყე ვარჯიში, რაშიც მეუღლეც მეხმარებოდა. დავიწყე წიგნების წერა. თუ შეიძლებოდა აშკარად და პირდაპირ ვამბობდი, თუ არა და ტექსტის ქვეშ ჩავმალავდი ხოლმე. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი დღემდე.
რაც შეეხება ღონისძიებას:
21-22-23 სექტემბერს ჩატარდება ოჯახური სემინარი კახეთში, სოფელ ბუშეტში, ამონაშვილების კარ-მიდამოში. სემინარს გაუძღვებიან: აკადემიკოსი, ფსიქოლოგი, პედაგოგი შალვა ამონაშვილი, რომელმაც შექმნა ჰუმანური პედაგოგიკა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პაატა ამონაშვილი, მწერალი და მსოფლიოში 100-ობით სკოლის პროგრამების შემქმნელი.
ღონისძიება გულისხმობს 2-დღიან აქტიურ ურთიერთობას შალვა და პაატა ამონაშვილებთან - ლექციები და პრაქტიკული მუშაობები, რომლებიც დაგეხმარებიან უფრო ჰარმონიულად იცხოვროთ ოჯახში, უფრო მარტივად გაუგოთ თქვენს შვილებს და მათთან ურთიერთობა გახადოთ ორივე მხარისთვის საინტერესო.
მაღალი კლასის პედაგოგებს, რომლებიც 3-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს დატვირთავენ მათთვის საინტერესო პროგრამით.
სემინარის შედეგად თქვენ უფრო დაუახლოვდებით თქვენი ოჯახის წევრებს, უფრო კარგად გაუგებთ საკუთარ შვილებს და მიიღებთ ცოდნას, თუ როგორ უნდა განაგრძოთ ჰარმონიულად ცხოვრება მომავალში.
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების გვედრზე
ლელა ზურებიანიმერი ბლიაძე