უწყების ინფორმაციით, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა ჩვეულებრივ, 17 სექტემბერს დაიწყება და ეს თარიღი არ შეიცვლება.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოები უკვე დაბეჭდილია და ამ ეტაპზე, რეგიონებში დარიგების პროცესი მიმდინარეობს. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სასკოლო წიგნებით მაღალი საფეხურის მოსწავლეები სკოლის დაწყებამდე. შესაბამისად,
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვა ვერ ესწრება და ამის გამო სკოლის დაწყება
გადაიდოს, არ შეესაბამება სიმართლეს.
რუსკა კილასონია
"ამას როგორ გავუძლებთ"? - ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული ფორიაქი კომიქსურად (+ვიდეო)