ეს თარიღი არ შეიცვლება
მშობლებისა და მასწავლებლების წრეში გავრცელდა ხმები, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვა ვერ ესწრება და სკოლის დაწყების თარიღმა საჯარო სკოლებში შესაძლოა გადაიწიოსო. რამდენიმე მშობელმა მოგვმართა მსგავსი შეკითხვით და გადავწყვიტეთ, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავკავშირებოდით.უწყების ინფორმაციით, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა ჩვეულებრივ, 17 სექტემბერს დაიწყება და ეს თარიღი არ შეიცვლება.
"ამას როგორ გავუძლებთ"? - ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული ფორიაქი კომიქსურად (+ვიდეო)