"31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს უნდა იღებდნენ სკოლაში..." - ნინო გულბათაშვილი
"31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს უნდა იღებდნენ სკოლაში..." - ნინო გულბათაშვილი
სკოლაში 6 წლამდე ბავშთა მიღება-არ მიღების საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ყოველთვის არიან უკმაყოფილონი, ვისაც შვილი 1 დღის, 3 დღის, ან თუნდაც 1 კვირის გამო ვერ შეჰყავს სკოლაში და ამის გამო პატარებს ფაქტობრივად 1 წელი უცდებათ. ამ მეტად მნიშვნელოვან თემას ეხმაურება ბაღების მართვის სააგენტოს პიარმენეჯერი ნინო გულბათაშვილი, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:


„წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სკოლებში არ ხდება ბავშვების მიღება, თუ ბავშვი 17 სექტემბრისთვის არ არის 6 წლის, არის ცუდი და ეს უკვე ყველამ ვიცით და უამრავი პრეტენზია მოვისმინე ამის შესახებ.
ფაქტია, რომ დღევანდელი თაობა, გონებრივად ბევრად უფრო განვითარებულია, სხარტია, სმარტია და პროგრესულია, ვიდრე მე და ჩემი თაობა ვიყავით მაგ ასაკში.
ასევე ფაქტია, რომ ყველა ასეთი ბავშვის შენახვა უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტებს, რადგან ისინი რჩებიან ბაღში, ხოლო ბაღის ასაკის ბავშვები რჩებიან ბაღს მიღმა.
ცოდოა 21-ე საუკუნეში დაბადებული და მცხოვრები ბავშვი, რომელიც იძულებულია:
ა) ბაღში იჯდეს 1 წლით პატარებთან
ბ) სკოლაში იჯდეს 1 წლით პატარებთან და
გ) სკოლა დაამთავროს მოწიფულ ასაკში.
ასევე, ისედაც 12-წლიანი სასკოლო განათლების რეალობაში, ბავშვები წვერულვაშით და მართვის მოწმობით ამთავრებენ სკოლებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ზუსტად 6 წლისები შედიან
სკოლაში და ხშირ შემთხვევაში მეთერთმეტე კლასიდან უკვე მანქანით დადიან სკოლებში (ქართველი მამების ამბავში).
არადა გვაქვს გამოცდილება, როდესაც ბავშვებმა, რომლებიც 5-ს პლუს ცოტა ასაკში შევიდნენ სკოლებში, დაძლიეს პროგრამა და არაფრით ჩამოუვარდებიან თვეებით უფროს კლასელებს.
გულწრფელად მიმაჩნია, რომ ეს წესი გადასახედია და როგორც მინიმუმ, 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ კონკრეტულ წელიწადს დაბადებულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უფლება წავიდნენ სკოლაში, ანუ მანამ სანამ მუტაცია დაეწყებათ, რადგან ყმაწვილკაცობისა და ყმაწვილქალობის ასაკი არ გაატარონ სკოლაში.“
თეკლა ჟვანია

1958
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
Maka
0
Chemi shvili zustad erti tvis gamo rcheba bagshi,es faqti dzalin magelvebs.
08:18 / 09-09-2018
თამარი
0
ჩემი მესამე შვილი, რომელიც ბაღის პედაგოგების შეფასებით, მზად არის სკოლისთვის, კანონი გვბლოკავს და ჯერ-ჯერობით ისიც არ ვიცი საჯარო ბაღი დააკმაყოფილებს თუ არა ჩემს თხოვნას. საშინელ დეპრესიაში ვართ მთელი ოჯახი... ეს ხომ მხოლოდ 1 წელი არ არის... ეს მომავლის მძიმე სპეციფიური თემაა... გთხოვთ ყველას...! კანონი გადაიხედოს!
18:45 / 08-09-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი