მშობლები, რომლებსაც პირველად მიჰყავთ შვილები სკოლაში, ჩვენს ფეისბუქგვერდზე თუ დედების ჯგუფში ხშირად სვამენ კითხვას, თუ როგორ უნდა მოამზადონ ბავშვი სკოლისთვის, რა უნდა გაითვალისწინონ, როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვს ფსიქოლოგიურად და პრაქტიკულად. მაგალითად, ხშირად კითხულობენ, რა
სასკოლო მზაობაზე და იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს ბავშვმა სასკოლედ, ჩვენ ცოტა ხნის წინ გესაუბრეთ - გამოცდილი პედაგოგების დახმარებით.
ფსიქოლოგიურ მომზადებაზე და იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ პატარას ამ მისთვის არც ისე მარტივ პერიოდში, მშობლებს დახმარებას სთავაზობს ჩვენი ვებგვერდის მეგობარი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ "დიალოგის" წარმომადგენელი, ფსიქოთერაპევტი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი, რომელიც საგანგებოდ მშობლებისთვის ატარებს შეხვედრას, 12 სექტემბერს, ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში". უფრო დაწვრილებით იხილეთ ბმული

რაც შეეხება პრაქტიკულ მომზადებას და სასწავლო ნივთებს. გამოცდილი მასწავლებელი ნინო ღვინიაშვილი გვირჩევს:
- სწავლის დაწყების წინ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საწერი რვეულები, სახატავი რვეული, პენალი, საშლელი, სახაზავი, სათლელი, მაკრატელი და ფერადი ფანქრები.
სასკოლო ნივთები ბევრგან იყიდება - ბაზრობებზე, მარკეტებში, თუმცა გაცილებით ადვილია, ყველაფერი ერთ სივრცეში ნახოთ - სადაც სახეობების დიდი არჩევანიც არის და ფასებისაც და ბავშვსაც არ დაღლით ბევრი სიარულით. პირიქით, აქ შეგიძლიათ, პატარა წაიყვანოთ და მასთან ერთად მშვიდად აარჩიოთ ნივთები. ასეთი ადგილია „ბიბლუსი“, სადაც წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნება და მოქნილი ფასებია. უმაღლესი ხარისხის ჩანთების ფასი აქ 19.95 ლარიდან იწყება. პენლები – 4.95 ლარიდან. სახატავი რვეულები 95 ლარიდან. პონტოს ბრენდის უმაღლესი ხარისხის ფანქრები - 1.95 ლარიდან, ჩვეულებრივი რვეულები კი - 55 თეთრიდან.
წინასწარ ვულოცავთ ყველა პატარას სკოლის დაწყებას და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ.
