შეასწავლე შენს შვილს რობოტების პროგრამირება და დააახლოვე თანამედროვე ტექნოლოგიებს უფასოდ - სახელმწიფო პროგრამა
შეასწავლე შენს შვილს რობოტების პროგრამირება და დააახლოვე თანამედროვე ტექნოლოგიებს უფასოდ - სახელმწიფო პროგრამა
თითოეული მშობელი მუდმივად შვილების მომავალსა და იმაზე ფიქრობს, თუ როგორ განავითაროს მოზარდის შესაძლებლობები. დაბადებიდან ბავშვებს მკაფიოდ უვითარდებათ სხვადასხვა უნარები, ზოგს მეტად ტექნიკური საგნები ხიბლავს, ზოგს კი - ჰუმანიტარული. ერთი რამ კი ცხადი ხდება - ტექნოლოგიებთან ჯანსაღი სიახლოვე მათ სამომავლოდ, ყველაზე კონკურენტუნარიან და მაღალანაზღაურებად კადრებად აყალიბებს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პატარა ასაკიდანვე დაინტერესებული ბავშვები უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეისწავლიან ამა თუ იმ პროფესიის საწყისებს და ხშირად, მათი სამომავლო საქმიანობა ბავშვობაში თამაშ-თამაშით დაწყებულ პროფესიას უკავშირდება.

დღევანდელი მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება. 50
წლის წინ არსებული პროფესიები დღეს ახალმა, თანამედროვე საქმიანობამ შეცვალა. სწორედ ამიტომ საჭიროა, ბავშვობიდანვე ფეხი ავუწყოთ მუდმივად განვითარებად სამყაროს, რომელშიც ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება. უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდები და ახალგაზრდები ამ განვითარებას არც საქართველოში ჩამორჩნენ. ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკი, რომელიც სრულიად ინოვაციური დანადგარებით არის აღჭურვილი და ახალგაზრდებს მათი გამოყენების არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს. ტექნოპარკის FAB სკოლა კი, პატარებს მომავლის პროფესიებს სრულიად უფასოდ შეასწავლის. ასე რომ,  თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაახლოება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

mshoblebi

FAB სკოლის ვორქშოფები, რომლებიც თქვენს შვილებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დააახლოვებს და განუვითარებს შემოქმედებით უნარს
FAB სკოლა, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკის ფაბლაბის პროექტია.
მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და მათ მეტ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლასა და გამოყენებაში.

"ტექნოლოგიური ცოდნის პარალელურად, ბავშვები აქ ითვისებენ ანალიზის, სწორი მეთოდური მუშაობის, სივრცის აღქმისა და შემოქმედებით უნარებს. მე, პირადად, ეს ყველაფერი ბავშვობიდანვე რომ მქონოდა, მერე ყველაფერი უფრო გამიმარტივდებოდა. მათ შემოქმედებითი კუთხით უწევთ ფიქრი და მუშაობა, რაც ტვინს სხვა მიმართულებით ავითარებს. ასე გახსნილი აზროვნება კი ნებისმიერი მიმართულებით გიმარტივებს ცხოვრებას და ეს მხოლოდ 3D გრაფიკად არ რჩება", - გვითხრა დავით ვარდანიძემ, რომელიც FAB სკოლის ერთ-ერთი ტრენერია.

mshoblebi

სწორედ დავითისა და სხვა ტრენერებისგან მიღებული ინფორმაცია გახდა 9 წლის ელენესთვის ის მოტივატორი, რომ მან გამომგონებლობაზე ფიქრი დაიწყო. გოგონა ამბობს, რომ ყველაზე მეტად მექანიზმების აწყობა უყვარს.

"მას შემდეგ, რაც FAB სკოლაში მოვედი, გადავწყვიტე, გამომგონებელი გავხდე. საოცარია ეს მექანიზმები და მათზე მუშაობის პროცესი ძალიან მიყვარს. მინდა, უფრო მეტი გავიგო თანამედროვე მოწყობილობების შესახებ, რაშიც FAB სკოლა მეხმარება", - ამბობს ელენე პირმისაშვილი, FAB მოსწავლე.

FAB სკოლა 8 წლის ზემოთ მოსწავლეებს ხუთ სხვადასხვა ვორქშოფს სრულიად უფასოდ სთავაზობს. Little Bits-ის ვორქშოფზე ​ 8-დან 12 წლამდე მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ შექმნან სხვადასხვა დანიშნულების ფერადი სათამაშოები ელექტრონული კონსტრუქტორის გამოყენებით. LEGO ROBOTICS-ის ვორქშოფზე კი 10-დან 14 წლამდე მოსწავლეები ეცნობიან LEGO რობოტების მუშაობას და თავად აპროგრამებენ მათ.
mshoblebi
"Little Bits-ის ვორქშოფზე მონაწილეებს ჯგუფებად ვყოფ და ერთმანეთისთვის უცნობ მოსწავლეებს ერთ ჯგუფში ვაერთიანებ. აღნიშნულით მათ კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარი უვითარდებათ", - ამბობს FAB სკოლის ტრენერი ბესო უნდილაშვილი.

"ვორქშოფზე ვიყენებთ პროგრამირებად რობოტს, რომლისგანაც სხვადასხვა ფიგურების აწყობაა შესაძლებელი. გვაქვს შეჯიბრის სისტემა, რომლის დროსაც მოზარდები დაძაბულ რეჟიმში მუშაობას ეჩვევიან და გამარჯვებაც უფრო ღირებული ხდება მათთვის. შეხვედრებზე მოზარდები უამრავ ახალ უნარ-ჩვევას ივითარებენ და ცოდნასაც იღებენ. ეს ყველაფერი კი მათი სამომავლო განვითარების კარგი საბაზისო საფუძველი ხდება", - განმარტავს FAB სკოლის ტრენერი დავით ჭუბაბრია.

FAB სკოლაში ვორქშოფები აგრეთვე  2D და 3D გრაფიკის მიმართულებით ტარდება. ორივე მიმართულება 10 წლიდან მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.  2D გრაფიკის ვორქშოფზე ბავშვები შეისწავლიან ვექტორული (ორგანზომილებიანი) გრაფიკის საწყისებს. 3D ვორქშოფზე მოსწავლეები გაეცნობიან სამგანზომილებიანი მოდელირების საწყისებს და 3D გრაფიკულ პროგრამაში შექმნიან მარტივ მოდელებს.

mshoblebi

"შეხვედრისას მონაწილეებს ვაცნობ სამგანზომილებიან მოდელს. ამით მათ აბსტრაქტული ანალიზის უნარის განვითარებაში ვეხმარები. მათთვის განვმარტავ, რომ რთული კონსტრუქცია, როგორიცაა რაკეტა, რეალურად ორი მარტივი გეომეტრიული ფიგურისგან შედგება. შედეგად ისინი ხვდებიან, რომ რთული ამოცანა სწორი გათვლისა და დაგეგმვის შემთხვევაში მარტივად შესრულებადია. ვორქშოფზე ბავშვებს მუდმივად თავისუფალ და უშუალო გარემოს ვუქმნით, რაც შესწავლის პროცესს უფრო სახალისოს ხდის. ტექნოლოგიური ცოდნის პარალელურად, ბავშვები აქ ითვისებენ ანალიზის, სწორი მეთოდური მუშაობის, სივრცის აღქმისა და შემოქმედებით უნარებს," - განმარტავს FAB სკოლის ტრენერი დავით ვარდანიძე.

2D გრაფიკა უფრო ჰგავს ხატვას და ბავშვებისთვის შედარებით უფრო მარტივია. თუმცა ვიზუალური აზროვნებისა და ფიქრის განვითარებისთვის ეს საუკეთესო სტარტია.
"აქ მოსულ მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ ხატვა, მაგრამ არ იციან მარტივი ფიგურებისგან ობიექტების აწყობა, რაშიც მე ვეხმარები. ვცდილობ ცოდნის გარდა, სხვა უნარების განვითარებაშიც დავეხმარო. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი მონაწილე რაღაცას ვერ გაიგებს, მას მეორედ მე კი არ ვუხსნი, არამედ მეორე მონაწილეს ვაძლევ საშუალებას, თავად აუხსნას. ეს ყველაფერი კი მათ ეხმარება ცოდნის გამოყენებასა და გაზიარებაში ",  - გვითხრა FAB სკოლის ტრენერმა საბა ფოჩხუამ.

FAB სკოლის ვორქშოფებში ARDUINO 14-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის არის განკუთვნილი. Arduino არის პროგრამირებადი დაფა, რომლის მოდულებითა და სენსორებით ბავშვები შექმნიან სხვადასხვა ფუნქციურ მოწყობილობას.

" შეხვედრაზე მოზარდები სწავლობენ, როგორ ინთება ნათურა. მერე კი სხვადასხვა ფერებსა და ციმციმზეც მუშაობენ. საბოლოოდ, შუქნიშანს ვაკეთებთ ხოლმე. თუმცა ეს ყველაფერი ARDUINO-ს შესაძლებლობების მინიმუმია. ელემენტარული ცოდნის მიცემით, მათ სამომავლოდ დიდ ინტერესებს ვუღვივებთ. ზოგადად, ARDUINO-ს საშუალებით ჭკვიანი სახლის მარტივად და იაფად მოწყობაც კი შესაძლებელია. სწორედ ამ ყველაფერზე ფიქრისა და მუშაობის საწყისი ეტაპია ჩვენი ვორქშოფი", - განმარტავს FAB სკოლის ტრენერი დავით ნოზაძე.

თითოეული ვორქშოფი ერთდღიანია და მათზე წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო, დასწრება კი, სრულიად უფასოა.

სარეგისტრაციო ბმულები:
Little Bits -  ასაკი: 8-12 წლამდე
Lego robotics - ასაკი: 12-14 წლამდე
Arduino - ასაკი: 14-16 წლამდე

გარდა ვორქშოფებისა, ფაბლაბში FAB სკოლის საინფორმაციო შეხვედრებიც იმართება, სადაც მოსწავლეები იქ არსებულ თანამედროვე დანადგარებს: 3D პრინტერს, ლაზერულ მჭრელს, პროგრამირებად ჩარხს და სხვა მოწყობილობებს ათვალიერებენ. ასევე, საინფორმაციო ტურის ფარგლებში ისინი იღებენ დეტალურ ინფორმაციას ზემოაღნიშნული ვორქშოფების შესახებ.
521
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მისამართი
0
ეს პროექტი ტექნოპარკში ხორციელდება, მთაწმინდაზე. მთაწმინდის პარკამდე არმისული.
10:59 / 12-09-2018
მივესალმები რაც კი ბავშვების განვითარებისთვის კეთდება❤️მაინტერესებს მისამართი და ის რომ სხვა ქალაქსა და რეგიონებში რატომ არ ხორციელდება ასეთი პროექტები?ნანა
0
მივესალმები რაც კი ბავშვების განვითარებისთვის კეთდება❤️მაინტერესებს მისამართი და ის რომ სხვა ქალაქსა და რეგიონებში რატომ არ ხორციელდება ასეთი პროექტები?
08:59 / 12-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```