ფრიობელი დარწმუნებული იყო, რომ ყველა ბავშვში ბუნებრივად ჩადებული არის 4 ინსტინქტი
თავად რობერტი უბრალო ვაჭრის შვილი იყო, თუმცა სისტემატიურ განათლებას ღებულობდა. მისი განათლება უელსის ქალაქ ნიუთაუნის სკოლის 2 კლასის დამთავრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ეს ადამიანი თავად გახლდათ გატაცებული სხვადასხვა საგნით და მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე. არც მძიმე შრომას თაკილობდა და შედეგად მიაღწია იმას, რომ გახდა მანუფაქტურის მმართველი, მოგვიანებით - ტექსტილის ფაბრიკის მეპატრონე.
ოუენს სჯეროდა, რომ ადამიანს სოციუმი აყალიბებს. მისი აზრით, რაც უფრო მალე დაიწყებდა ბავშვი სწავლასა და განათლებას, მით მეტი იყო შანსი, იგი წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფიზიკურ შრომასაც.
მის მიერ დაარსებულ საბავშვო ბაღში ირიცხებოდენ 1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები და სწავლობდნენ სხვადასხვა საგნებს, ასევე შრომობდნენ ფიზიკურად, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბავშვების სუფთა ჰაერზე ვარჯიშსა და თამაშს.
რობერტ ოუენის ფაბრიკამ სახელი გაითქვა არა მარტო შოტლანდიაში, მის ფარგლებს გარეთაც. ის ცნობილი იყო როგორც კომერციული წარმატებებით, ისე თანამშრომლების კეთილდღეობითაც.
ფრიობელი დარწმუნებული იყო, რომ ყველა ბავშვში ბუნებრივად ჩადებული არის 4 ინსტინქტი: მოქმედების, შემეცნების, მხატვრული და რელიგიური. ბავშვის სწორად აღზრდა კი ამ ინსტინქტებიდან განვითარებაა. სწორედ ამას უნდა აკეთებდნენ მასწავლებლები საბავშვო ბაღში.
დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ასევე ფრიდრიხი ბავშვის ფიზიკურ განვითარებასაც, თუმცა მისი აღზრდის უმთავრეს მეთოდად იქცა თამაში.
პედაგოგმა შეიმუშავა სპეციალური პრაქტიკული სავარჯიშოები ბავშვებისთვის, რომელსაც "ფრიობელის საჩუქარს" უწოდებენ. სავარჯიშოები იყო ხან ფერების აღქმაზე, ხანაც ფიგურების და ა.შ. ბაღში ბავშვები ხატავდნენ, ძერწავდნენ, ჭრიდნენ, წნიდნენ და ა.შ.
1863 წელს მან პეტერბურგში პირველი საბავშვი ბაღი გახსნა. იგი თვლიდა, რომ სკოლამდენი ასაკის ბავშვს არავიტარ შემტხვევაში არ უნდა ევლო სკოლაში, ამასთან, 3-7 წლის ბავშვი არც მარტო სახლში უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ოჯახის წვერებთან სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბაღის გახსნა ამ ასაკის ბავშვებისთვის.
ბავშვებტან მუსაობის შედეგად ადელაიდამ დაასკვნა, რომ ფრიობელის სავარჯიშოები არც ისთი დახვეწილიმიყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. საქმე ის არის, რომ ამ სავარჯიშოებს შედეგად ბავშვი სწავლობდა სიახლეებს, იზეპირებდა მათ, თუმცა საკუთარი მოსაზრება არ გააჩნდა, ვერ წვდებოდა საკუთარი სიტყვების აზრს. საბოლოოდ, ბავშვებს არ გააჩნდათ ფანტაზია.
თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სხვათა განკითხვას სწავლობს
სანამ ყველა აღფრთოვანებას გამოხატავდა ჩემი გონებაჩამორჩენილი ბავშვებით, მე იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, რატომ იყვნენ ჯანმრთელი ბავშვები სკოლასა და ბაღებში განვითარების ასეთ დაბალ დონეზე.
ამ ქალბატონის წყალობით 1907 წელს რომში გაიხსნა ბავშვთა სახლი, სადაც მუშათა შვილები იზრდებოდნენ. სწორედ აქ დაიწყო ცნობილი მარია მონტესორის მეთოდების პრაქტიკული განხორციელება. მონტესორის პრონციპი გახლავთ შემდეგში: ბავშვი ვითარდება დამოუკიდებლად, საკუთარი ტემპით, უფროსების ჩარევის გარეშე.
ბავშვთა სახლში დიდები ზრუნავდნენ პატარებზე, პატარები კი აკვირდებოდნენ და ყველაფერს უფროსებისგან სწავლობდნენ. აღმზრდელები აქ მხოლოდ დამხმარეს როლს ასრულებდნენ. ისინი არ მიუთითებდნენ ბავშვებს, როდის და რამდენი უნდა ემეცადინათ. თუ ბავშვი დახმარებას ითხოვდა აღმზრდელი იმ შემთხვევაში ეხმარებოდა.
ოთახში ყველა ნივთს საკუთარი ადგილი ქონდა და ყველამ იცოდა, რომ ის ნივთი იქ უნდა დაედოთ. ბავშვებმა იცოდნენ, რომ თამაშის შემდეგ ოთახი უნდა დაელაგებინათ.
კორჩაკი, სხვა მასწავლებლებთან ერთად, ობოლ ბავშვებს რეალური ცხოვრებისთვის ამზადებდა. ისინი ასწავლიდნენ ბავშვებს როგორც სიყვარულს, ისე სიძულვილს, როგორც მიტევებას, ისე შურისძიებას, როგორც თანხმობას, ისე უარის თქმას, როგორც მორჩილებას, ისე მეამბოხეობას.
იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობელთათვის
კორჩაკის მთავარი პრინციპი კი გახლდათ ბავშვების სიყვარული, მათი თავლყურისდევნება, არა ძალადობას, სამართლიანობა მათ მიმართ და მხოლოდ იმის მოთხოვნა, რისი გაკეთებაც მათ ძალუძთ.