მაგალითად, 186-ე სკოლის მოსწავლე 8 წლის მარიამ ცეცხლაძემ საერთაშორისო პროექტ Get Caught Reading-ში გაიმარჯვა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მკითხველმა.

ლანა ნაზარიშვილი, მარიამის დედა:
- ამ საერთაშორისო პროექტის მიზანია ბავშვებში კითხვის პოპულარიზაცია და წიგნებით დაინტერესება. ბავშვი ინგლისურად მისი ასაკისა და ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა კითხულობდეს წიგნებს. უნდა წარმოადგინოს მოკლე ვიდეო-მიმოხილვა
პროექტის შესახებ ფეისბუქის საშუალებით შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა. ზაფხულში წაიკითხა ამერიკულ საბავშო კლასიკად აღიარებული წიგნი "Charlotte’s Web” . წიგნი არის მისი ასაკის გოგონაზე, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები. მოთხრობა არის იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდნენ საუკეთესო მეგობრები, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო არსებები და თავი არ დაზოგონ ერთმანეთის დასახმარებლად.
- გქონდათ მოლოდინი გამარჯვების?
- მარიამი მუდმივად ნახულობდა სხვა მონაწილეების ვიდეოებს და ბევრი ღირსეული კონკურენტიც ჰყავდა. ზოგადად,
- ისე ბევრს კითხულობს?
- კითხვა ძალიან უყვარს. ბოლო დროს წესად გავიხადეთ, დაძინებამდე კითხვა. ახლა ანე-კატერინე ვესტლის "დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანას" კითხულობს.
- გარდა კითხვისა, კიდევ რით არის დაინტერესებული?
- ძალიან უყვარს ხატვა და კრაფტი. ყველაფერი ის, რაც ფანტაზიასა და ხელნაკეთობასთან არის კავშირში. ახლა თავისი დიდი სურვილით, ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს, ასევე დაინტერესებულია ტანვარჯიშით.
რუსკა კილასონია