"მოსახსნელია ყველა დირექტორი, ვინც მშობელს ეუბნება, რომ მისი შვილი არ უნდა წავიდეს ექსკურსიაზე" - სკანდალი თბილისის საჯარო სკოლაში
აუტიზმის ფონდ კამპუსის დამფუძნებელმა მარიამ კორკოტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს ექსკურსიაზე წასვლაზე უარი უთხრა:

"მოსახსნელია ყველა დირექტორი, ვინც მშობელს იბარებს და ეუბნება, რომ მისი შვილი არ უნდა წავიდეს ექსკურსიაზე. იმასაც ეუბნება, რომ კლასელები მერე ექსკურსიის სურათებს არ დადებენ ფეისბუქზე და ბავშვი ვერაფერს გაიგებსო. საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე. ეს ამბავი ხდება დღეს, შუაგულ ვაკეში".

mshoblebi

როგორც პოსტის ავტორი მარიამ კორკოტაძე აღნიშნავს,
მისი მეგობრის შვილი 165-ე სკოლის დირექტორის კაბინეტში დაიბარეს და ფსიქოლოგს ათქმევინეს მისთვის, რომ ექსკურსიაზე ვერ წაიყვანდნენ, რასაც მოსწავლის პროტესტი მოჰყვა.

- ჩემი ფონდის წარმომადგენელია იმ აუტისტი ბავშვის დედა, რომელსაც ეს ამბავი შეემთხვა. დედას უთხრეს, რომ მოეფიქრებინა რამე და ბავშვისთვის ეთქვა, რომ ექსკურსიაზე ვერ წამოვიდოდა. ცხადია, დედა არ დათანხმდა მათ შემოთავაზებას, რის შემდეგაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სკოლის ადმინისტრაციამ და ფსიქოლოგმა გადაწყვიტეს თავად ეთქვათ ბავშვისთვის უარი.

იმის გასარკვევად თუ რა მოხდა, mshoblebi.ge- აუტისტი ბავშვის მშობელს მაკა საკანდელიძეს დაუკავშირდა:

- დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ კვირას ექსკურსიაზე მიდიოდნენ და ლუკას ვერ წაიყვანდნენ მისი ქცევების გამო. ამიტომ მე უნდა მომეფიქრებინა რამე ტყუილი, რომ ის არ

წასულიყო კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ვუთხარი, რომ ბავშვს ვერ მოვატყუებდი და თავად ეთქვათ ეს მისთვის. თან ისიც ვკითხე დირექტორს, როგორ ამეხსნა ლუკასთვის რა მოხდა, როცა კლასელების ექსკურსიის ფოტოებს ნახავდა. ამაზე მითხრეს, რომ ბავშვებს ფოტოების ატვირთვას აუკრძალავდნენ. საბოლოოდ, სკოლის ფსიქოლოგმა უთხრა ლუკას, რო ექსკურსიაზე ვერ წამოვიდოდა, რაც ბავშვმა ძალიან გააპროტესტა და ანერვიულდა. მას ერთ-ერთ თანაკლასელთან აქვს კონფლიქტი და როგორც ჩანს, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ უნდათ მისი წაყვანა. 165-ე სკოლაში ახალი გადმოსულები ვართ. სკოლის ადმინისტრაციას არაერთხელ ვურჩიე, ბავშვებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად სპეციალისტები ჩაერთოთ.


- ამბის გახმაურების შემდეგ, ხომ არ დაგიკავშირდნენ სკოლის ადმინისტრაციიდან?


- ამ დრომდე არავინ შემოგვხმიანებია.

მომხდარ ფაქტზე კომენტარი ვთხოვეთ 165-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას. სასწავლო ნაწილის გამგემ ხათუნა იოსელიანმა საჯარო კომენტარისგან თავი შეიკავა და გვირჩია, მოგვიანებით ოფიციალური წერილით მივმართოთ.

რუსკა კილასონია
8613
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
nene
2
ჩემი აზრით აუტისტი ან სხვა სპეციალური საჭიროების ბავშვი არ უნდა ჩავაყენოთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამით მითუმეტეს გავუსვამთ ხაზს მის განსხვავებულობას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვეულებრივ ბავშვებს რა ფსიქოლოგიური სტრესი შეიძლება მივაყენოთ. თუ ეს ბავშვი მართლა ასეთი პრობლემურია და კონფლიქტი აქვს თანაკლასელებთან, ასეთ ღონისძიებებში მშობელი უნდა ჩაერთოს მაქსიმალურად, რომ კონფლიქტს მოარიდოს ბავშვი. არ უნდა დაირღვეს არავის უფლება, ცვეულებრივი ადამიანი იქნება ეს თუ სპეციალური საჭიროების. ყველაზე დიდი როლი ასეთ საკითხებში მშობლებს და ფსიქოლოგებს უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად მანიპულირებენ ასეთი შვილებით...
20:00 / 22-10-2018
Tamuna
4
უნამუსო მშობლებო, შეგრცხვეთ საკუთარი თავების. უფალი დიდია და ნახავთ რა დაგემართებათ.
17:04 / 22-10-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?