რატომ არ იმუშავებს ბაღების უმრავლესობა 29 ოქტომბერს? 29 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ის საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არ იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს, მიზეზი კი დასუფთავებითი სამუშაოებია.
თბილისში არსებული 180 საჯარო ბაღიდან 150-ში საარჩვენო უბანია, შესაბამისად, 30 საბავშვო ბაღის გარდა, ორშაბათს აღსაზრდელებს არცერთი მათგანი არ მიიღებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, მოხდება ბაღების დალაგება, დეზინფექცირება რის შემდეგაც მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
ციცი ომანიძე