სკოლების გამოფენა - ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ბავშვებისა და მშობლებისთვის
სკოლების გამოფენა - ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ბავშვებისა და მშობლებისთვის
7-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ სკოლების პირველ გამოფენას უმასპინძლებს. პროექტის მიზანია საშუალო განათლების სფეროში ერთიანი პლატფორმის შექმნა და ინდუსტრიის ყველა მონაწილისა და პოტენციური მომხმარებლების ერთ სივრცეში შეკრება. სკოლების გარდა, გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ უცხო ენების შემსწავლელი ცენტრები, ბავშვთა შემეცნებითი თუ სახელოვნებო წრეები, სპორტული სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. ასე რომ, არა მხოლოდ სკოლებზე მიიღებთ ინფორმაციას, არამედ წრეებზეც.
გარდა იმისა, რომ მშობლები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას, აუცილებლად უნდა წაიყვანონ თავიანთი შვილები. ჯერ ერთი, მათაც ხომ უნდა ნახონ ეს ყველაფერი და თავადაც მიიღონ მონაწილეობა
იმ საკითხებში, რაც მათ მომავალს უკავშირდება. გარდა ამისა, სკოლების გამოფენა პატარა სტუმრებს შესთავაზებს კულინარიულ მასტერკლასებს, არქეოლოგიური გათხრების იმიტაციას, პლანეტარიუმს, შემეცნებით კუთხეებსა და სხვა გასართონ აქტივობებს შესთავაზებს.
სკოლის თემა ალბათ ყველა მშობლისთვის აქტუალური და ბევრისთვის - მტკივნეულიც კია. მას მერე, რაც ჩვენი შვილები პირველ სიტყვას წარმოთქვამენ, ალბათ ბევრი ჩვენგანი უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, როგორ და რა განათლება მიაღებინოს და რომელი სკოლა თუ მასწავლებელი შეურჩიოს. თითქოს არჩევანი ძალიან დიდია - უამრავი საჯარო და კერძო სკოლა არსებობს, თუმცა ამ დიდ არჩევანში სწორი გადაწყვეტილების მიღება ურთულესი რამაა. იშვიათად შეხვდებით მშობელს, რომელიც გეტყვით, რომ არჩევანით კმაყოფილია, უფრო მეტად
კი ისეთი მშობლები გვხვდებიან, რომლებიც არა მხოლოდ ბევრ ხარვეზსა და პრობლემაზე საუბრობენ მათ მიერ შერჩეული სკოლების მაგალითზე, არამედ იმ მდიდარ გამოცდილებაზეც კი გიამბობენ, რაც "სკოლებში" გამოაიარეს, რადგან სასურველი სკოლის ძიებაში ხშირად ბავშვს რამდენიმე საგანმანათლებლო სივრცესაც კი უცვლიან. ეს კი, ფსიქოლოგებს თუ მოვიშველიებთ, საკმაოდ ცუდად მოქმედებს არა მხოლოდ ბავშვის, მშობლის ფსიქიკაზეც...
რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ ასეთ ალიაქოთში და თავიდანვე მართებული გადაწყვეტილება მივიღოთ? შეიძლება, ვიპოვოთ სადმე სივრცე, სადაც დაგვეხმარებიან ყველა პლუს-მინუსის გარკვევაში, სადაც გავიგებთ, რომელ სკოლას რა უპირატესობა და რა დადებითი მხარეები აქვს და სადაც გაცილებით მარტივად და მშვიდად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს თვალთახედვას შვილის უახლოეს მომავალზე.
სწორედ ამ სივრცეზე გიამბობთ და იმ სიახლეზე, რომელიც ნამდვილად აქტუალურია და ყველა მშობლისთვის საჭირო.

მარიამ ცაიშვილი, „ექსპოჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დირექტორი:
- ჩვენ ვცდილობთ, რომ პავილიონში ერთხელ შემოსვლით, მშობელმა მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიიღება შეძლოს. ისინი მოისმენენ სკოლების სასწავლო პროგრამებს, გაეცნობიან სწავლების მეთოდიკას, სურვილის შემთხვევაში, უფროსკლასელებსაც შეხვდებიან, რომლებიც სკოლისგან მიღებულ გამოცდილებას მათ თავადვე გაუზიარებენ. კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვანახა, რომ ყველაზე აქტიურად, მშობლები სწორედ ამ პერიოდში არჩევენ სკოლას. პროექტის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნო, გარდა იმისა, რომ მშობლებს ვუმარტივებთ საქმეს, მონაწილე სკოლებსა და დაწესებულებებს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას ვაძლევთ. ისინი წარმოადგენენ თავიანთ უპირატესობებს: მიღწეულ წარმატებას, ინფრასტრუქტურას, კურიკულუმებს, ტექნიკურ უზრუნველყოფას და ა.შ.
მაშ ასე, 7-8 დეკემბერს "ექსპოჯორჯიაში“ თბილისის სკოლების მასშტაბური გამოფენა გელით. არ გამოტოვოთ!
R
139
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```