დამრიგებელმა ბავშვს ტორტი არ აჭამა, რადგან მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული - შემთხვევა სკოლაში და რეაქცია
დამრიგებელმა ბავშვს ტორტი არ აჭამა, რადგან მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული - შემთხვევა სკოლაში და რეაქცია
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეს დამრიგებელმა ტორტი არ აჭამა, ვინაიდან მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული. ამის შესახებ იფორმაცია ოგრანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორნანიზაციას დახმარების მიზნით ბავშვის მშობელმა მიმართა.

„მშობლის განმარტებით, კლასის სხვა მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხის დადებაზე უარი განაცხადა და თანხის ნაწილი მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ. ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ მას წესით ტორტი
არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ.
აღნიშნულის შემდეგ, ბავშვი ატირებული გაიქცა ეზოში, სადაც დედა ელოდებოდა. დედამ ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მშობელი მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია. მომხდარის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით, რის შესახებაც ინფორმაციას არათუ ფლობდა დამრიგებელიც, ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზე კლასს არ ტოვებდნენ, რაც იყო დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განათლების სამინისტროში აღნიშნული ფაქტი
Mshoblebi.ge-ს დაუდასტურეს. თუმცა მათი განცხადებით, საქმე სამინისტროში არ შესულა. ფაქტი სკოლის სამურვეო საბჭომ განიხილა. საბჭომ დაადგინა მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი, რის შედეგადაც დამრიგებელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი.
მერი ბლიაძე
3085
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
magnolia
0
იცით რა მიკვირს, ეს არის ძველი სტატია, რა საჭიროა ამის განახლება დანევროზებული ადამიანების აღსაღშოთებლად??? არ წერია არც სკოლა, არც პიროვნება, თუ ასეთი რამ მოხდა იმისთანა ამბავი ატყდებოდა რომ რა გიტხრათ, კარგით რა
12:24 / 14-12-2018
Vaki
0
უმიზეზოდ არაფერი იწყება, ზუსტად რომ “ქრთამის გამღები” - ისე უბრალო პატივისცემა მაწაკი მშობლების ბოზ-ბანდა— მრავალ სკოლაში არიან მიზეზი პედაგოგების გაამპარტავნება წუნკალებად ქცევის. ნეტავ რა სასჯელი დააკისრა სამეთვალყურეო საბჭომ და როგორ მოიხადა იმ უგულო დედაკაცმა - ვაი პედაგოგმა.
02:58 / 10-12-2018
მსგავსი სიახლეები