გადაიწევს თუ არა სწავლის დაწყების თარიღი, გავრცელებული ვირუსების გამო
სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება საკითხი, გადაიწევს თუ არა სწავლის დაწყების თარიღი, გავრცელებული ვირუსების გამო, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც mshoblebi.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 იანვარს განახლდება, როგორც აქამდე იყო განსაზღვრული.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება. ცვლილების შემთხვევაში კი უწყება გაავრცელებს შესაბამის ინფორმაციას.
- სწავლის დაწყებამდე წინ 1 კვირაა, შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, გადაიწევს თუ არა თარიღი. სამინისტრო 15 იანვარს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას, - აცხადებენ სამინისტროში.
აღნიშნულ საკითხზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა არ დგას.
"ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა რთულია. წინა კვირაში გრიპის ავადობის კლების ტენდენცია შეი-ნიშნებოდა. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორი იქნება სიტუაცია ავადობის გავრცელების თვალსაზრისით და შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სა-მინისტროები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღევანდელი მონაცემებით, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ვერ ვხედავ", - განაცხადა გამყრელიძემ.
რუსკა კილასონია
როდის განახლდება სწავლა ბაგა-ბაღებში - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი