რა შეიცვლება სკოლებში მომავალი წლიდან - ახალი რეფორმა ძალაში შედის
რა შეიცვლება სკოლებში მომავალი წლიდან - ახალი რეფორმა ძალაში შედის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს. მან განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლების ავტონომია და დეცენტრალიზაცია იზრდება. 2019 წლიდან ,,ახალი სკოლის მოდელი" 50, ხოლო შემდეგ 100 სკოლაში გავრცელდება. ეტაპობრივად იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით დანერგვა. ,,ახალი სკოლის მოდელი" გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, ინიციატივის გამოვლენა და პრობლემების გა
დაჭრა. ასევე, ამ მოდელის ფარგლებში, განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება WIFI-ით, მათ შორის პირველკლასელთა ნეტბუქებიც.
მინისტრის თქმით, 2019 წელს დაიწყება 149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, აშენდება 8 ახალი საჯარო სკოლა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით კი რეგიონებში 27 ახალი სკოლა იქნება.
მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს ხელფასი გაეზრდებათ 200 ლარით და 2019-2020 წლებში კიდევ 260 სკოლაშა დაგეგმილი მათი დამატება. ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებსაც.
გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები, შემდეგი წლიდან კი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება 3 სავალდებულო საგანში მოუწევთ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამეს თავად უმაღლესი სასწავლებელი გადაწყვეტს პროგრამის შესაბამისად. თუ ტექნიკური მიმართულებაა - სავალდებულო საგნებს დაემატება მათემატიკა, ხოლო თუ ჰუმანიტარულ მიმართულებაზე ისტორია. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს აქვთ უფლება კიდევ მოითხოვოს სხვა დამატებითი გამოცდა.
საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს, საშუალება ექნებათ პროფესიის შესწავლის პარალელურად მიიღონ სრული ზოგადი განათლება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უფასო ფაკულტეტებზედაც გააკეთა აქცენტი და თქვა: "მინდა გითხრათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ რაზე უნდა იყოს ეს დაფძნებული. ინტენსიურად მიდიოდა კვლევა და მსოფლიო ბანკი ასრულებს მუშაობას უკვე ამაზე, მაგრამ პირდაპირ რაც შეგვიძლია ვთქვათ მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ მოხდეს გადასვლა ახალ მოდელზე ."
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები აქამდე არსებული წესებითა და სტანდარტით ჩატარდება.

თამარ იაკობაშვილი

altრა შემთხვევაში არ დაუშვებენ ბავშვს და მასწავლებელს სკოლაში - მინისტრის ახალი ბრძანება

altდღეს სკოლაში არ წავალ - როდის უნდა შეუსრულოთ ბავშვს ეს თხოვნა



2871
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```