სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლითაა გათვალისწინებული. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.
ცნობილია სასწავლო პროცესის დასრულების თარიღიც - პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი 27 მაისს დასრულდება, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები 20 მაისს დაასრულებენ სწავლას. დანარჩენი მოსწავლეებისთვის სწავლა 15 ივნისს დასრულდება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში მარტის არდადეგები არ იქნება, დასვენება გათვალისწინებულია აღდგომის დღეებში. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, საჯარო ბაღებში ის ივნისის ბოლოს დასრულდება. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით, 40 საზაფხულო ბაღია შერჩეული, სადაც სწავლა ივლისის ბოლომდე შეეძლებათ ბავშვებს.
თამარ იაკობაშვილი