- წინა წლისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის წარდგენა არა მხოლოდ სკოლებს შეეძლებათ, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. ასევე, 2019 წელს, შემოგვაქვს „ქრაუდფანდინგის“ ელემენტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი. ვფიქრობთ, გარდა ჩართულობისა, დაინტერესებულ პირებს გაუჩნდებათ ერთგვარი კუთვნილების განცდა ჯილდოსთან“, – განაცხადა კოალიცია ,,განათლება ყველასთვის-საქართველო" დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გამართულ პრეზენტაციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია პირველი მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით www.tprize.ge-ზე უნდა გაიარონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს ამ ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა გახდა. ის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ფინალშია. 2018 წელს კი გამარჯვებული ქალაქ ბაღდათის პირველი საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე გახდა.
თამარ იაკობაშვილი