სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. ამას ბავშვის უფლებათა კოდექსი ითვალისწინებს. კოდექსს უკვე განიხილავენ პარლამენტში.
- რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა ექსკურსიის დაგეგმვისას?
- თუ კი თქვენ ექსკურსიას დაგეგმავთ, აუცილებელია წინასწარ ექსკურსიის დრო, ადგილი და ხანგრძლივობა აცნობოთ წინასწარ პოლიციას, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურს,.
- თქვენ აღარ გექნებათ უფლება ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოთ. გარდა ამისა, უნდა დაინტერესდეთ მძღოლის გამოცდილებითა და მართვის მოწმობით.
- ახალი კოდექსით, თქვენ ვალდებული ხართ ექსკურსიის დროს გყავდეთ ექიმი ან ადამიანი, რომელსაც პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლება საჭიროების შემთხვევაში.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკვების უსაფრთხოებასა და უვნებლობას.
- თუ კი თქვენ ექსკურსიაზე ან საჯარო ღონისძიებაზე რამდენიმე ტრანსპორტით მიდიხართ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საპატრულო პოლიციამ გაგაცილოთ.
თამარ იაკობაშვილი
"მშობლებს თუ უნდათ გართობა, გაერთონ ბავშვების გარეშე" - რას ფიქრობენ ექსკურსიებზე სოციალურ ქსელში