სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. ამას ბავშვის უფლებათა კოდექსი ითვალისწინებს. კოდექსს უკვე განიხილავენ პარლამენტში.
რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა ექსკურსიის დაგეგმვისას? თუ კი თქვენ ექსკურსიას დაგეგმავთ, აუცილებელია წინასწარ ექსკურსიის დრო, ადგილი და ხანგრძლივობა აცნობოთ წინასწარ პოლიციას, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურს,. თქვენ აღარ გექნებათ უფლება ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოთ. გარდა ამისა, უნდა დაინტერესდეთ მძღოლის გამოცდილებითა და მართვის მოწმობით. ახალი კოდექსით, თქვენ ვალდებული ხართ ექსკურსიის დროს გყავდეთ ექიმი ან ადამიანი, რომელსაც პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლება საჭიროების შემთხვევაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკვების უსაფრთხოებასა და უვნებლობას. თუ კი თქვენ ექსკურსიაზე ან საჯარო ღონისძიებაზე რამდენიმე ტრანსპორტით მიდიხართ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საპატრულო პოლიციამ გაგაცილოთ. ბავშვის უფლებათა კოდექსი, დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წლის ივნისში ამოქმედდება და შესაბამისად, ძალაში შევა ყველა ის რეგულაცია, რაც მასშია გაწერილი.
თამარ იაკობაშვილი
"მშობლებს თუ უნდათ გართობა, გაერთონ ბავშვების გარეშე" - რას ფიქრობენ ექსკურსიებზე სოციალურ ქსელში
"რა მოხდება რომ აიკრძალოს ეს ქაოსური ექსკურსიები?! ძირითადად მწვადის ტყეში შეწვაზე რომ არის ორიენტირებული... მეზიზღება!"
"იმდენად მეშინია, ბევრჯერ ვერ გამიშვია შვილები ექსკურსიაზე" - რას ამბობენ ცნობილი დედები ესქკურსიებზე