მასწავლებლების დაჯილდოებაზე ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავაც იყო წარდგენილი. მისი გულშემატკივრები, რა თმა უნდა, გამოეხმაურენ გამარჯვებულის გამოცხადებას.
"მადლობა ლადო, რომ ესეთი მაგარი ხარ! შენ გამარჯვებული ხარ! შენ საქართველოს გაამარჯვებინე, იმაში რომ 10 საუკეთესოს შორის აღმოაჩინეთ შენ და იმ გუნდმა ვინც გვერდში გედგა!!! არ მაქვს უფლება მთელი საქართველოს სახელით გითხრა მადლობა, მაგრამ მე
ჩემ წილ მადლობას გიხდი!!! ალბათ კენიას მეტად სჭირდებოდა ის ჯილდო რაც მიიღო... შენ კი უფრო მეტი გამოწვევები გაქვს წინ და უამრავი ადამიანი ვართ შენს გვერდით! წარმატებები!"
შენ ჩვენი სიამაყე ხარ, სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა! კენიას კი ვულოცავ გამარჯვებას". - წერენ ლადოს მეგობრები.
შენ ჩვენი სიამაყე ხარ, სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა! კენიას კი ვულოცავ გამარჯვებას". - წერენ ლადოს მეგობრები.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთელი მასწავლებელია, რომელიც სოფელ ჩიბათში უკვე 19 წელია სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო მასწავლებელის ტიტული მან 2017 წელს მიიღო და მიზანდ დაისახა, მსოფლიოსთვის ეთქვა ქართველი მასწავლებლების სათქმელი. 2018 წელს კი მსიოფლიოს საუკეთესო 50 მასწავლებლებს შორის დასახელდა. 2019 წლის მარტში დუბაიში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლიდნება. სანამ ლადო იქაურ ემოციებზე მოუყვება საზოგადოებას,მანამდე ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის გადაცემაში მიიწვია და იმ
"ჩემს ბავშვობაში, შიშში ვიზრდებოდით, არ უნდა დაგვეშვა შეცდომა. შიში მქონდა კლასის ხელმძღვანელის, დირექტორის,
მშობლის და შეცდომის უფლება არ მქონდა. ჩემს გაკვეთილზე კი პირიქითაა, სიმულაციურ თამაშებს ვაკეთებ, რომ ბევრი შეცდომა დაუშვან ბავშვებმა, რათა სწორედ შეცდომებზე ისწავლონ. ვცდილოობ, არაფორმალური სწავლების მეთოდები შევიტანო,რაც ვთქვათ იწვევს ხმაურს, თამაშით ვაკეთებინებ საქმეს, ამ დროს დირექცია გაფრთხილებს, რა ხდება შენს გაკვეთილზეო... ამისთვისაც ვიპოვნე გამოსვალი და ტყეში მიმყავდა 60-62 ბავშვი, რომ გვეკეთებინა ის, რაც სხვადახსვა უნარებს შესძენდა მოსწავლეებს"- აღნიშნა ლადომ საუბრისას.