რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე "ბავშვის უფლებათა კოდექსი" განიხილეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კონსულტაციების საფუძველზე, "ბავშვის უფლებათა კოდექსის" პროექტის 35-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სკოლებში სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს.
სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების შემოღებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მშობელთა ნაწილი თვლის, რომ გაკვეთილების შემოღება აუცილებელი არ არის, უფრო მეტიც, ზოგიერთების აზრით, საერთოდ უნდა აიკრძალოს ამ თემაზე საუბარი. აღნიშნულ საკითხზე მამა პეტრეს ვთხოვეთ კომენტარი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასულიერო პირია, ასევე არის 6 შვილის მამა:
- ბევრად უფრო აქტუალური და საინტერესო იქნებოდა, განათლების სამინისტროს სკოლებში დაებრუნებინა რელიგიის სწავლება. მე ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მართლმადიდებლური რელიგიის სწავლებას, ვგულისხმობ ზოგადად რელიგიების სწავლებას და სულაც არ არის აუცილებელი, ის ასწავლოს სასულიერო პირმა. ეს იქნებოდა სუბიექტური და ტენდენციური მიდგომა. რელიგია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს სპეციალისტის მიერ, რომელიც იქნება კვალიფიციური. თუ მოსწავლეები გაეცნობოდნენ რელიგიის სფეროს, მაშინ ისინი მზად იქნებოდნენ იმისთვის, რომ მოესმინათ სხვადასხვა სალექციო თემა სქესობრივი აღზრდის შესახებ. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამ ტიპის ინფორმაცია რაღაც დოზით მიაწოდონ სკოლაში მოსწავლეებს, მაგრამ, მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ ხშირად ხდება აფიშირება ამ საკითხზე, ამაზე საუბარს უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე სხვა საგნებზე საუბარს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი სხვა საგნების ექსპლუატაციას ისახვს მიზნად. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის საკითხებს სკოლაში უნდა ასწავლიდეს ბიოლოგიის მასწავლებელი და ასეც ხდება.
- ეგრე არ ხდება. ახლა ისე ნუ გავაკეთებთ, რომ მოსწავლე უფრო ინფორმირებული იყოს ინტერნეტის საშუალებით, ვიდრე პედაგოგი. ის დრო აღარ არის, რაც კომუნისტების და 90-იან წლებში იყო, როცა პედაგოგები ხმამაღლა ამ საკითხზე ვერ ისაუბრებდნენ. ჩვენი თანამედროვე მოსწავლეები ბევრად განვითარებულები არიან, ვიდრე წინა თაობის მოსწავლეები, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფორმაციასთან წვდომა უფრო მეტად აქვთ. ახლა მოსწავლეები სახლიდან, ოთახიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით მათთვის საინტერესო ინფორმაციას იღებენ და იძენენ. ამ შემთხვევაში მოსარიდებელი არაფერია, უბრალოდ აღნიშნულ საკითზე ცოდნის მიღება უნდა ხდებოდეს აკადემიურ დონეზე და სწავლება უნდა იყოს მომწიფების ასაკში, მე-9, მე-10, მე-11 კლასებში. ზოგაგად არის ისეთი საკითხები, რაც უკვე ისედაც იციან მოსწავლეებმა. თუ სქესობრივ კავშირებზე სპეციალისტი გაესაუბრება მოსწავლეებს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს აუცილებლად ეკლესიასთანაც, რელიგიის პედაგოგთანაც, ფსიქოლოგთანაც.
- ასე არ უნდა ხდებოდეს. აქ სად არის ბავშვის უფლებები? თუ სწავლება დაიწყება, უნდა იყოს საჯარო და საყოველთაო და ცოდნის გაზიარება არ უნდა ხდებოდეს ინდივიდუალურად. თუ ერთი ბავშვი სწავლობს და მეორე - არა, ბუნებრივია პრობლემები შეიქმნება. თუ იქნება სწავლება, უნდა იყოს ყველასთვის, ან არავისთვის და ეს საგანი უნდა ასწავლოს ბიოლოგიის მასწავლებელმა მომწიფების ასაკში. ვფიქრობ, ეს ისედაც ასე ხდებოდა წლების განმავლობაში. აქ უფრო სხვა ქვეტექსტები იკითხება, ვიდრე ის, რომ განათლების სამინისტრო დაინტერესებული იყოს ბავშვებს ჩაუტარონ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები. მოზარდები ისეთი ინფორმირებულები არიან, თავადაც მიიღებენ საჭირო ინფორმაციას დაინტერესების შემთხვევაში. ამ საკითხის ასე აქტიურად განხილვა არც არის საჭირო და რელიგიის საკითხებს უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ. რელიგიის გაკვეთილებით ბავშვები უფრო მეტს შეიძენენ, მეტს სიყვარულს გასცემენ და ამდენი კრიმინალიც არ იქნება სკოლებში.