ამის შესახებ ზედგინე-ჯიშკარიანმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა და რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო.
ზედგინიძის თქმით, პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება.
"პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით, შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში
ცნობისთვის, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.