ხვალ, 21 მაისს, დილის 9 საათზე პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება, რომელიც 13 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე www.registration.emis.ge
III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა განხორციელდება 2019 წლის 13 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით ჩათვლით.
IV ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2019 წლის 25 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, წინა ეტაპებზე დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.
2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
იხილეთ აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ
თეკლა ჟვანია