- გამარჯობა, მაინტერესებს, როგორი კალმის შემოტანაა შესაძლებელი?
- სურვილის შემთხვევაში, გამოცდაში მონაწილეს შეუძლია, გამოიყენოს საკუთარი კალამი - გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5 - 0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.- შეიძლება თუ არა გამოცდის ადგილის შეცვლა?
- საგამოცდო ქალაქის შეცვლა 3 აპრილის 18:00- საგამოცდო გრაფაში წერია 08:00 საათი. ამ დროს იწყება გამოცდა?
- საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდება.- დაიშვება თუ არა აბიტურიენტი ვადაგასული პირადობის მოწმობით გამოცდაზე?
- თუ ახლი პირადობის აღებას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ გამოცდაზე პასპორტით ან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობით გამოხვიდეთ (ფორმა N1).- საგამოცდო ბარათი ამოვბეჭდე, თუმცა ფოტო მკვეთრად არ ჩანს. როგორ მოვიქცე?
- მთავარია ბარათზე დატანილი მონაცემები იკითხებოდეს მკაფიოდ.
- ბათუმში საგამოცდო ადგილად მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტია შერჩეული?
- ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში ხართ გადანაწილებული და რომელ მისამართზე, ეს ინფორმაცია მითითებულია - მართალია თუ არა, რომ მე-3 და მე-4 ვარიანტი უფრო რთულია?
- ტესტები მაქსიმალურად თანაბარი სირთულისაა. გამოცდის შემდეგ, სტატისტიკური ანალიზის შედეგად თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ვარიანტის დაწერა უფრო გაუჭირდათ აბიტურიენტებს, გათანაბრების დროს, ქულათა სკალირებისას, ეს იქნება გათვალისწინებული
- მაჯის საათი შეიძლება გამოცდაზე მეკეთოს?
- არა, გამოცდაზე მხოლოდ წყლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების შეტანაა შესაძლებელი.
- კალამს ადგილზე გვაძლევენ?
- დიახ, საწერი კალამი დაგხვდებათ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საკუთარი კალამით დაწეროთ გამოცდა (უნა იყოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით).
- კონდენციონერები იქნება?
- დიახ, ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იქნება გაგრილების სისტემით
- უფასო ფაკუკლტეტები წელსაც იქნება?
- სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს გარკვეულ პროგრამებს, თუმცა ისინი ჯერ დამტკიცებული არ არის.
- ბილეთის ფოტოზე ძველი პირადობის ფოტოა, ახალში სხვა ფოტო მაქვს და პრობლემა ხომ არ შემექმნება?
- არა, ფოტოს გამო პრობლემა არ შეგექმნებათ.
- როდის გამოქვეყნება საბოლო, დამტკიცებული ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებიის ახალი მოდელის შესახებ?
- 2020 წლის გამოცდების სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია სექტემბრამდე გამოქვეყნდება.
- გაყინული წყალი თუ შეიძლება შევიტანოთ?
- დიახ, შეგიძლიათ.- ლიმონიანი წყლის შეტანა შეიძლება?
- დიახ, ნებისმიერი წყლის შეტანა შეგიძლიათ პლასტმასის ბოთლით.
- ამ წელს გრანტის მიღებისთვის ზოგადი უნარებიდან რამდენი ქულა უნდა ავიღო?
- გააჩნია, თქვენი კონკურენტები როგორ შედეგს აჩვენებენ. ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია