ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების მოახლოებასთან ერთად, აბიტურიენტებს ბევრი კითხვა უჩნდებათ. გთავაზობთ, ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ პასუხებს:
- ბათუმში საგამოცდო ადგილად მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტია შერჩეული? - ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში ხართ გადანაწილებული და რომელ მისამართზე, ეს ინფორმაცია მითითებულია თქვენს საგამოცდო ბარათზე.
- მაჯის საათი შეიძლება გამოცდაზე მეკეთოს? - არა, გამოცდაზე მხოლოდ წყლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების შეტანაა შესაძლებელი.
- კალამს ადგილზე გვაძლევენ? - დიახ, საწერი კალამი დაგხვდებათ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საკუთარი კალამით დაწეროთ გამოცდა (უნა იყოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით).
- კონდენციონერები იქნება? - დიახ, ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იქნება გაგრილების სისტემით
- უფასო ფაკუკლტეტები წელსაც იქნება? - სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს გარკვეულ პროგრამებს, თუმცა ისინი ჯერ დამტკიცებული არ არის.
- ბილეთის ფოტოზე ძველი პირადობის ფოტოა, ახალში სხვა ფოტო მაქვს და პრობლემა ხომ არ შემექმნება? - არა, ფოტოს გამო პრობლემა არ შეგექმნებათ.
- როდის გამოქვეყნება საბოლო, დამტკიცებული ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებიის ახალი მოდელის შესახებ? - 2020 წლის გამოცდების სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია სექტემბრამდე გამოქვეყნდება.
- გაყინული წყალი თუ შეიძლება შევიტანოთ? - დიახ, შეგიძლიათ.
- ამ წელს გრანტის მიღებისთვის ზოგადი უნარებიდან რამდენი ქულა უნდა ავიღო? - გააჩნია, თქვენი კონკურენტები როგორ შედეგს აჩვენებენ. ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია
2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.