წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა; 8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია; 11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია; 12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია; 19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება; 22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა. წყარო