- უნარების ნაწილი მთლიანად კომპიუტერულად სწორდება და ტექნიკური აპელაციის გარდა, ფაქტობრივად, სხვა სახის აპელაცია არ ეხება. ამიტომ უნარების ქულის გასაჩივრებას, პრაქტიკულად, არ აქვს. ერთდაერთი აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ტექნიკური
- აბიტურიენტების ნაწილს კითხვის ნიშნები აქვს ცალკეული ვარიანტების კითხვებთან და საუბრობენ, რომ პასუხი არასწორია. თუ შეიძლება, მსგავსი ფაქტი რომ მოხდეს?
- მათ შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე და ოპერატორებს გაესაუბრონ. გარდა ამისა, აპელაცია იქნება, განცხადებას შემოიტანენ და მიხვდებიან, რომ ყველაფერი სწორად არის.- კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა განსხვავებაა ნედლ ქულასა და სკალირებულ ქულას შორის?
- ნედლი ქულა არის პირველადი ქულა ანუ ის ქულა, რომელიც მიიღო აბიტურიენტმა. სკალირებული ქულა ეს არის აბსოლუტური ქულა. თუ გამოცდას სჭირდება რამდენიმე ტიპის ტესტი, შესაძლებელია ეს ტესტები სირთულის თვალსაზრისით აბიტურიენტებისათვის ერთმანეთისგან- იმისათვის, რომ აბიტურიენტმა განაგრძოს კონკურსში მონაწილეობა, ზღვარი ნედლი ქულით უნდა გადალახოს თუ სკალირებისას მომატებული ქულაც ითვლება?
- არა, ბარიერი აუცილებლად ნედლი ქულით უნდა გადალახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთიშება კონკურსს.- როგორ გამოითვლება გრანტი?
- ზოგადი უნარების ქულა მრავლდება 1,5-ზე. შემდეგ იკრიბება ყველა საგნის ქულა და მრავლდება 10-ზე. ეს არის აბიტურიენტის საგრანტო ქულა, შემდეგ ადარებს იმ ცხრილს, რომელსაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ.- გრანტისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ორი დამატებითი საგნის ჩაბარებას?
- დამატებითი საგნის ქულები არ იკრიბება, ცალ-ცალკე განიხილება. უბრალოდ ამ შემთხვევაში, აბიტურიენტებს არჩევანის უფრო მეტი საშუალება აქვთ. რომელ არჩევით საგანშიც უკეთესი შედეგი ექნებათ, ის განსაზღვრავს დაფინანსებას.- ჩარიცხვების გამოქვეყნებას როდიდან უნდა ელოდნენ აბიტურიენტები?
- აგვისტოს ბოლოდან გამოქვეყნდება.თამარ იაკობაშვილი