ვინ აიღო მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური ქულა და რას ამბობენ წლის წარმატებული აბიტურიენტები
ვინ აიღო მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური ქულა და რას ამბობენ წლის წარმატებული აბიტურიენტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა  მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
mshoblebi.ge ტრადიციულად გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც მაქსიმალური, საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს გამოცდები.
მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი ქულა - 59-დან 59 აიღო სანდრო რჩეულიშვილმა, რომელიც "ქართული სასწავლებლის" კურსადამთავრებულია.
- მათემატიკა და ფიზიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ოჯახში ყველას გაუხარდა ჩემი შედეგი. რაც შეეხება მომზადებას, კარგად ვსწავლობდი და  სკოლაშიც ვემზადებოდი. ვაპირებ, სწავლა ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით გავაგრძელო, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ მაქვს შერჩეული.
საბოლოო არჩევანი, თუ რა
მიმართულებით ისწავლის და რომელ უმაღლეს სასწავლებელში, ნინი დეკანოიძეს ჯერ არ გაუკეთებია. მან ქ. ჭიატურის მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა და ქიმიაში 75-დან 74 ქულა მოიპოვა

- ჯერჯერობით არ ვიცი, რაზე ვაბარებ, შეიძლება ბიოქიამაზე შევაჩერო არჩევანი, ან ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარო. ქიმია მეოთხე საგნად იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობიდან დავუკავშირე ცხოვრება ამ საგანს. ფაქტობრივად წერა-კითხვა ბებოს ლაბორატორიაში ვისწავლე. ქიმიის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდი, სხვაგან ვერ წარმომედგინა ჩემი თავი. ინგლისური ენის შესწავლის შემდეგ დავიწყე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა და  კიდევ უფრო დავინტერესდი ქიმიით. რაც შეეხება სხვა გამოცდის შედეგებს (უნარებში - 77, ქართულში - 66, ინგლისურში - 80). ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც შემეძლო, ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეცდომები მქონდა. ქიმიაშიც
ერთი ქულა უპატიებელი შეცდომის გამო დამაკლდა.

წარმატებული აღმოჩნდა ეროვნული გამოცდები თბილისის 143-ე სკოლის მოსწავლისთვის, ელისაბედ აფაქიძისთვის. როგორც თვადად ამბობს, მხოლოდ ქართულში ემზადებოდა, სხვა საგნებში - არა. ქართულში - 69, ინგლისურში კი მაქსიმალური 80 ქულა მიიღო. ლიტერატურის გამოცდის შედეგს კი მოუთმენლად ელოდება.

ეკატერინე მოსიძე თავისი გადაწყვეტილებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ წლის გამორჩეული აბიტურიენტია, რადგან 24 წლის ასაკში გადაწყვიტა, ხელახლა გამხდარიყო სტუდენტი. მას ქიმიის გამოცდაში მაქსიმალური ქულის მიღებამდე ერთი ქულა დააკლდა,  75-დან 74 ქულით ჩააბარა გამოცდა.  სხვა საგნებში: უნარებში - 70, ქართულში -  58,  ინგლისურში კი  - 77 ქულა მიიღო.

-  24 წლის ვარ, 2013 წელს დავამთავრე ზუგდიდის #10 საჯარო სკოლა და მაშინ 100%-იანი დაფინანსებით ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის მიმართულებით.  პროფესიით ორი წელი ვიმუშავე  და მივხვდი, რომ ამ სფეროშოში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ გამოვავლენდი.  გადავწყვიტე, გავრისკე და ახლა ვაბარებ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, ექიმი უნდა გამოვიდე. 

ინფორმაციისთვის, შედეგების ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამის ველში პირადი ნომრისა და საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანით შეუძლიათ. ასევე, შედეგების შესახებ ინფორმაციას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც მიიღებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333

რუსკა კილასონია
38801
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
მაროკო
2
ასე ცოტა აბიტურიენტმა მიიღო მაღალი ქულები (თუ ასეა ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი ქვეყნის საქმე) თუ უბრალოდ ამ სტატიაში მეტ აბიტურიენტზე აღარ დაწერეთ( და თუ ასეა მაშინ ჩვენ ქვეყანას რაღაც მაინც ეშველება)
08:50 / 06-08-2019
პასუხი გიორგის
1
თავად არ მოისურვა ყოფილიყო. შესაბამისად, ამოიღეს მასალიდან.
00:41 / 06-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?