"ელიფზე" მეტად რამე თუ გაიწელებოდა, არ მეგონა" – როდის გამოქვეყნდება უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია
"ელიფზე" მეტად რამე თუ გაიწელებოდა, არ მეგონა" – როდის გამოქვეყნდება უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და აბიტურიენტები შედეგებს ელოდებიან. ისინი სხვადასხვა ჯგუფში გამოხატავენ წუხილს, რომ შედეგები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.
ამ ვნებათაღელვამ საკმაოდ ბევრი ხუმრობა დაბადა, რომელთა ნაწილსაც გთავაზობთ.

  • "ელიფზე" მეტად რამე თუ გაიწელებოდა, არ მეგონა.
  • "ნაეკი" პასუხებს არ დებს!
  • 12-ის მერე დაიდებაო და თუ არ დადებენ, ცენზურა ხსნილია და ანბანის მიხედვით აგინეთ!
  • წელს სტუდენტების უმრავლესობას ნევროლოგები და ფსიქოლოგები დაგვჭირდება, ამათმა თუ ესე გააგრძელეს.
  • Enter-ის "კნოპკა" გაგვიფუჭდაო.
  • ამდენი რომ წერთ: დაიდება თუ არა დღესო,
    ტყუილად აცდენთ ამ პასუხების გაცემაში და დაანებეთ თავი, იმუშაონ!
  • ყველა ინტერნეტიდან გასვლის წინ მგონია, რომ მაშინ დადებენ, როცა აქ არ ვიქნები შემოსული.
  • აბა, რა მოქმედებაა, რა ვითარება?!
  • ჩარიცხვები სად არის? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?
  • გვერდი ჩაკეცილი მაქვს.
  • ნაეეეკ! ნაეკ-თქვა! არ დამღუპო, ნაეკ!

ამას გარდა რამდენიმე აბიტურინეტის ხუმრობის ხარისხი იმდენად გაიზარდა, რომ ბევრი მსგავსი დიალოგი დაიწერა:
– ჩარიცხვები როდის იქნება, ნეტავ?
– პირველ სექტემბერს.
– შენ რა იცი?
– დედაჩემი ნაეკში მუშაობს. "ენტერს" მაგან უნდა დააჭიროს.

გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ მონაცემები დამუშავების პროცესშია და ჩარიცხვები კვირის ბოლოსთვის, სავარუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება.
805
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```