"ეს არის საუკეთესო განცდა, განსხვავებული შეგრძნება" - რას ჰყვებიან აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს - მშობლები

"ეს არის საუკეთესო განცდა, განსხვავებული შეგრძნება" - რას ჰყვებიან აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს

2019-08-30 08:25:32+04:00

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა შედეგების გაგება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვეს და საბედნიეროდ, ასეთი აბოტურიენტები არ არიან ცოტანი.
ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ. ზოგიერთს ჩვენი მკითხველი იცნობს კიდეც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულებით.
- გიორგი აბულაძე (ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლა):

- ჩავირიცხე თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მაქსის პროგრამაზე. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ სწავლისთვის სრული დაფინანსება მოვიპოვე. დაახლოებით ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა, მაგრამ, როცა ოფიციალურად დადასტურდა, სულ სხვა განცდა დამეუფლა. ოჯახში ყველას ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა და ძალიან გაუხარდათ, რომ სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოვიპოვე.
ნინი დეკანოიძე (ქ. ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლა):

- 100%-იანი გრანტით მოვხდი ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე. ჩემი ქულების მიხედვით ველოდი, რომ უფასოზე ვისწავლიდი, თუმცა საბოლოო შედეგი რომ გავიგე და მივხდი შრომა დამიფასდა, ეს არის საუკეთესო განცდა, განსხვავებული შეგრძნება, რომელიც გაბედნიერებს და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაძლევს, რომ იშრომო და იწვალო, თუნდაც იმიტომ რომ სამყაროში რაღაც სასიკეთოდ შეცვალო.

როგორც ჩვენთან საუბარში, მათემატიკის ეროვნულ გამოცდაში უმაღლესი ქულის მფლობელი სანდრო რჩეული აიღნიშნავს, ის სრული, 100% -იანი დაფინანსებით სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებს.

mshoblebi

მარიამ ხუბულური (თბილისის 122-ე საჯარო სკოლა):

- თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემიაში ჩავირიცხე და ინტერიერის დიზაინზე გავაგრძელებ სწავლას. ძალიან მაგარი განცდა, რომ უფასოზე ისწავლი სასურველ პროფესიას. ქულების (უნარებში 75, ქართულში - 63, ხელოვნება - 61, ინგლისურში -72, ხატვა - 88) ნახვის შემდეგ ველოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ეჭვები მაინც მაწუხებდა.

- ოჯახში ყველა გახარეულია ჩემი შედეგით, ნაწილობრივ ველოდი, რომ სწავლისთვის სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი, მაგრამ, საბოლოო პასუხმა მაინც ძალიან გამახარა.

ელისაბედ აფაქიძე (თბილისის 143-ე საჯარო სკოლა):

- ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100%-იანი, სრული სახელმწიფო დაფინანსება მოვიპოვე და, რა თქმა უნდა, სასურველ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, ამ შედეგს ნამდვილად მოველოდი როგორც მთელი წლის განმავლობაში, ისე ქულების გაგების შემდეგაც, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ვნახე საბოლოო შედეგები, მაინც უდიდესი სიხარული იყო, რადგან 12 წლის შრომა დამიფასდა. ოქროს მედალზე დავამთავრე 143-ე საჯარო სკოლა.

mshoblebi

თბილისის 145 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გიორგი გუჯეჯიანი იმ წარმატებულ აბიტურენტებს შორის არის, რომელებმაც სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვეს.

- ყველაზე მეტად დედას გაუხარდა, რომ უფასოზე ვისწავლი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. თუმცა კონკრეტული მიმართულება, რაზე ვისწავლი, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.

mshoblebi

ნუცა ცირეკიძე (ქ. ქუთაის მე-9 საჯარო სკოლა):

- ბიოქიმიაზე ვისწავლი სანდიაგოს უნივერსიტეტში, ახლა წინა სასწავლო კურს გავდივარ, უნივერსიტეტში ვიყავი გრანტის ამბავი, რომ გავიგე და ძალიან გამიხარდა.

ინფორმაციისთვის, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან უმაღლეს სასწავლებლებში 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა.

რუსკა კილასონია

alt"რეპეტიტორი არ მყოლია" - ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს

altვინ აიღო მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური ქულა და რას ამბობენ წლის წარმატებული აბიტურიენტები