ვინ არის 2019 წლის ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტი: "გამოცდებზე ზედმეტად ბევრი იოლი დავალებაა, ჯობს, ცოტა, მაგრამ უფრო რთული იყოს"
ვინ არის 2019 წლის ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტი: "გამოცდებზე ზედმეტად ბევრი იოლი დავალებაა, ჯობს, ცოტა, მაგრამ უფრო რთული იყოს"
2246 - ეს 2019 წლის ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტის, დანიელ სტეპანენკოს საკონკურსო ქულაა. ის ახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტია ფიზიკის მიმართულებით.

დედა ეროვნებით რუსი ჰყავს, მამა - ბელარუსი. ორივე საქართველოში დაიბადა. თავად დანიელმა თბილისის 72-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 5 საგანი ჩააბარა და ყველა მათგანში მაღალი ქულები მიიღო:
ქართული 60/70
უნარები 73/80
უცხო ენა 80/80
მათემატიკა 56/59
ფიზიკა 74/75 (სხვათაშორის, წლევანდელი მონაცემებით, ფიზიკის
გამოცდაზე ეს ყველაზე მაღალი შედეგია)

როგორ შეძლო ასეთი შედეგების მიღწევა, რას ფიქრობს განათლების სისტემაზე და რას შეცვლიდა გამოცდებში, წაიკითხეთ საქართველოს ყველაზე რეიტინგულ აბიტურიენტთან ინტერვიუში.

- როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ასეთი მაღალი შედეგები?

- ვფიქრობ, კარგი შედეგები განაპირობა შრომამ და ცოტა იღბალმა. მართალია, ბევრს ვშრომობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ასეთ მაღალ ქულებს ავიღებდი.

- ყველაზე მეტად რომელი საგნისთვის მომზადება გაგიჭირდა?

- ყველაზე მეტ დროს ქართულისთვის ვხარჯავდი. ის ჩემთვის მშობლიური ენა არაა, მაგრამ იძულებული ვიყავი, როგორც მშოლიური, ისე ჩამებარებინა. შესაბამისად, ყველაზე მეტად გამიჭირდა ქართულში მომზადებაც და გამოცდის ჩაბარებაც. როგორც ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, დამეხმარა „შრომა და ბარათაშვილი“. ის ჩემი საყვარელი პოეტია და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ
მისი ლექსი შემხვდა გამოცდაზე. ძალიან დამეხმარა ლიტერატურის ცოდნაც, რამაც საშუალება მომცა, ტექსტთან ბევრი პარალელი გამევლო.

- სხვა საგნებზე რას იტყვი?

- სხვა საგნები (ფიზიკა, მათემატიკა...) კარგად ვიცოდი, ასე რომ, მათთვის მოზადებას მხოლოდ ორი თვე დავუთმე. უცხო ენად ჩემი მშობლიური ენა, რუსული, ჩავაბარე.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი, ყველაზე მეტად რომელი საგანი გიჭირდა?

- ყველა საგნის სწავლას ვცდილობდი, მაგრამ ზოგიერთი ცუდად გამომდიოდა. ენების სწავლა არ მომწონდა, მაგრამ, ასე თუ ისე, ვშრომობდი და ბოლოს კარგი ნიშნები მივიღე. სხვა მხრივ, გულწრფელად რომ ვთქვა, ბევრი რამე დამავიწყდა, რაც სკოლაში ვისწავლე.

mshoblebi- ფიზიკით როდის დაინტერესდი და რა მიზნები გაქვს ამ სფეროში?

- მე-10 კლასში, ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ. ეს იყო შთაგონება, რომელმაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სიყვარული ჩამიდო გულში.
მინდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კარგად გავერკვე და ჩემი წვლილი შევიტანო მათ განვითარებაში. ჩემი ოცნება კი კვანტური ბიოლოგიაა (ცოცხალი ორგანიზმების ცხოვრების ახსნა კვანტურ დონეზე). ასევე ძალიან მინდა, უცხოელ მეცნიერებთან ერთად ვიმუშაო.

- ფიზიკის ოლიმპიადაზე თუ იღებდი მონაწილეობას?

- პირველად მე-10 კლასში გავედი ფიზიკის ოლიმპიადაზე. იმ წელს არაფერი გამომივიდა. მე-11 კლასშიც ვცადე და მე-2 ტურამდე მივედი. მერე მთელი წელი დამოუკიდებლად ვემზადებოდი და მე-12 კლასში უკვე მესამე ტურშიც მივიღე მონაწილეობა. მოსწავლეებს შორის მე-9 ადგილას, სკოლებს შორის კი მესამეზე გავედით (მესამე ტურში მხოლოდ სამი სკოლის მოსწავლეები ვიყავით).

- პროფესიის არჩევაზე მშობლებმაც ხომ არ იქონიეს გავლენა, ფიზიკოსები ხომ არ არიან?

- არა, ფიზიკოსები არ არიან. მათ ახალგაზრდობაში ბნელი დრო იყო, საჭმელსაც ძლივს იშოვიდი. უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მით უმეტეს, არ ჰქონდათ. ჩემი მშობლები კეთილი ადამიანები არიან. ბევრი მოთხოვნა და მოლოდინი არ ჰქონდათ, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია შვილის ბედნიერება, ვიდრე წარმატება, რომელსაც გულწრფელ სიხარულამდე იშვიათად მივყავართ.

- გამოცდების სისტემაზე რას ფიქრობ, რას შეცვლიდი?

- არ მომწონს ფიზიკის, მათემატიკისა და უნარების გამოცდები, რადგან ზედმეტად ბევრ ადვილ ტესტურ დავალებას შეიცავს. ასეთ გამოცდაზე, შეიძლება, პროფესორმაც დაუშვას შეცდომა შემთხვევით (ჩემი ყველა შეცდომაც შემთხვევითი იყო). აჯობებს, ნაკლები ტესტური და მეტად სააზროვნო, უფრო რთული ამოცანები იყოს.
ასევე, ვფიქრობ, რომ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი დრო უნდა ჰქონდეთ, რადგან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ფიქრობს ძალიან კარგად და ლოგიკურად, მაგრამ ნელა.

- სკოლებზე რას ფიქრობ? ასრულებს სკოლა თავის მისიას?

- დიახ, სკოლა თავის მისიას, ასე თუ ისე, ასრულებს, მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სკოლის პროგრამა ძალიან დიდ დროს მოითხოვს ბავშვებისგან. ჩემი აზრით, მოსწავლეები უფრო თავისუფლები უნდა იყვნენ, რათა მეტი დროის დათმობა შეძლონ საკუთარი ინტერესებისთვის.
დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელსაც. ჩემი აზრით, მან სწავლა კი არ უნდა დააძალოს მოსწავლეს, არამედ მასში ინტერესის გაღვივება შეძლოს. მასწავლებლის სიმკაცრე ყოველთვის ძაბავს ბავშვს. 

- როდის გაიგე, ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტი რომ იყავი?

- თსუ-ს მე-11 კორპუსში მივედი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად და საინფორმაციო დაფაზე დავინახე ჩემი სახელი და გვარი: „დანიელ სტეპანენკო - ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტი საქართველოში, გელოდებით“. ძალიან გამიხარდა, რომ ასე თბილად დამხვდნენ. უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, მეგონა, სოციუმთან პრობლემები მექნებოდა, მეგობრებს ვერ გავიჩენდი... ახლა მშვიდად ვარ.
მინდა ვთქვა, რომ რეიტინგი და ქულები ბევრს არაფერს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდებზე კარგი ქულები მივიღე, ბევრი არაფერი შემიძლია ჩემი ახლობლების, სხვა სტუდენტებისა და ადამიანების გარეშე.

მარიამ ტურძილაძე

 

altვინ აიღო მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური ქულა და რას ამბობენ წლის წარმატებული აბიტურიენტები

alt"სკოლის ჟურნალში სამი წელია არ ჩამიხედავს" – აბიტურიენტი, რომელმაც ქართულსა და ინგლისურში უმაღლესი შეფასებები მიიღო

alt"გალაკტიონს ვერ შევბედე" – აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს

alt"რეპეტიტორი არ მყოლია" - ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს

alt"ეს არის საუკეთესო განცდა, განსხვავებული შეგრძნება" - რას ჰყვებიან აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს


 

15240
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
გიორგი.
0
ასახელე შენი მეორე სამშობლო საქართველო.
12:53 / 07-09-2019
ნინო
0
გილოცავ დანიელ! წარმატებები ყველა წამოწყებაში! შენთან ერთად ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ წარმატებას! მომავალი თქვენია ახალგაზრდა, მონდომებული და შრომისუნარიანი ადამიანების! გაიხარეთ
10:19 / 06-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?