მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლა-პანსიონ კომაროვის ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება.
კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ეს ქართველი მოსწავლის უდიდესი აღიარებაა.
ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული.
ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული.
ნიკას ჯილდოების ჩამონათვალი საერთო ჯამში ასეთია - ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი, ნიკამ ასევე მიიღო 1 ოქროს მედალი ინფორმატიკაში ჟიუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე და აბსოლუტური პირველი ადგილი, ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ოქროს 1 მედალი, რუმინეთის მასტერსზე მათემატიკაში ვერცხლის 1 მედალი.