განათლებასიახლეები
კომაროვის სკოლის მოსწავლე საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს
კომაროვის სკოლის მოსწავლე საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს
მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლა-პანსიონ კომაროვის ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება. 

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ეს ქართველი მოსწავლის უდიდესი აღიარებაა.

ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული.

ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული.

ნიკას ჯილდოების ჩამონათვალი საერთო ჯამში ასეთია - ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი, მათემატიკის საერთაშორისო
ოლიმპიადაზე 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი, ნიკამ ასევე მიიღო 1 ოქროს მედალი ინფორმატიკაში ჟიუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე და აბსოლუტური პირველი ადგილი, ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ოქროს 1 მედალი, რუმინეთის მასტერსზე მათემატიკაში ვერცხლის 1 მედალი.

alt"მასწავლებელმა იმ ბავშვს უნდა მიაქციოს ყურადღება, ვინც მცდარი პასუხი გასცა" - კომაროვის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი


ბეჭდვა