სად და როდის უნდა გააკეთოთ განცხადება მაგისტრანტებმა გრანტის მისაღებად? - ინფორმაცია მათთვის, ვინც 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩააბარა
სად და როდის უნდა გააკეთოთ განცხადება მაგისტრანტებმა გრანტის მისაღებად? - ინფორმაცია მათთვის, ვინც 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩააბარა
თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ის დაფინანსდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პრიორიტეტის დადგენის მიზნით, 2019 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, მაგისტრანტმა ცენტრში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიუთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების მიხედვით.

თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას 9 ოქტომბრის ჩათვლით, აპლიკანტის მიერ პრიორიტეტის
დადგენის მიზნით, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება, პირველ რიგში, განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა. შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი
დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია, შესაბამისი წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი. განცხადების წარდგენის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

123
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?