2020 წლისთვის, სამინისტრო ინკლუზიური განვითარების მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს. დაგეგმილია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა სკოლებში ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის განვითარება, სენსორული დარღვევის (სმენა, მხედველობა) მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, FM და ინდუქციული სისტემის დანერგვა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენის განვითარება, მცირემხედველი მოსწავლეების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა; მოსწავლეების სტუდენტების ბრაილის და
ირინა აბულაძემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლების დირექტორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელების ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ სსსმ მოსწავლეებს და ამას სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისტემაში დანერგილ სერვისებსა და დამატებითი სერვისების იდენტიფიცირებას.
განათლების სამინისტრომ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:
2019-2020 სასწავლო წელს პირველად, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობა სწორედ ამ კატეგორიის ბავშვებს მიენიჭა. შემუშავდა და დაინერგა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემა და პროექტი - InclusiveEdu; ჩატარდა 500 -მდე საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი;
მიმდინარეობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე აქტიური მუშაობა; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი. განხორციელდა პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და არ არსებული ახალი ქართული ჟესტების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში განხორციელდება ინკლუზიური განათლების ინტეგრაცია.