მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. პროგრამის სლოგანია – "და შენი შემდეგი წიგნი არის..?“.
იუნესკოს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად.
ღონისძიებების მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა სოციალური ფენისთვის.
მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001