სკოლებში შეიძლება დამატებითი არდადეგები დააწესონ - რა ცვლილება შევიდა მინისტრის ბრძანებაში?
სკოლებში შეიძლება დამატებითი არდადეგები დააწესონ - რა ცვლილება შევიდა მინისტრის ბრძანებაში?
„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებებია.

როგორც ირკვევა, განათლების მინისტრს უფლება ექნება, დამატებით არდადეგები დააწესოს.

ცვლილების თანახმად, სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება განისაზღვროს ბრძანების მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები, რაც ზამთრისა და საგაზაფხულო არდადეგებისგან განსხვავებულ არდადეგებს გულისხმობს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, სასწავლო წლის ნებისმიერ
დროს დანიშნოს წინასწარ განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები.

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (სსმ III, №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 5​1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5​2 პუნქტი:

„5​2) სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების მე-4, მე-5 და 5​1 პუნქტებით განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები", - ვკითხულობთ ბრძანებაში.

ბრძანება 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.


alt არდადეგების სრული ჩამონათვალი - რომელ დღეებში დაისვენებენ 2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში


26812
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Ddddd
0
სრული ბარდაგია ქართულ განატლების სისტემაში Fულის სტანოკად არის გადაქცეული
18:59 / 17-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?