”ეს ფაქტი რომ მოხდა, ზარიც დაირეკა, გაკვეთილი გამოდიოდა, ანუ ვერ იქნება მოსწავლის გადმოხტომის მიზეზი ის, რომ მასწავლებელმა გასვლის ნება არ დართო და ამის შემდეგ გადმოხტა. ბავშვს რომ ვკითხეთ, რატომ გააკეთე-თქო, ვერ ახსნა.
ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, ძვალი აქვს გაბზარული, თაბაშირში ჩაუსვამენ ფეხს და დღესვე გაუშვებენ სახლში”, - ამბობს ქუთაისის მეცხრე საჯარო
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის შენობის მეორე სართულიდან სამი მეათეკლასელი გადმოხტა, მიზეზად კი ის სახელდებოდა, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს გაკვეთილიდან გასვლის ნება არ დართო, თუმცა ამ ცნობას ეკა ბოხუა ჩვენთან საუბრისას არ ადასტურებს.
ხატია ვარდოსანიძე