ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული და მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოწინავე პოზიციას იკავებს. ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, ამჯერად განათლების სისტემაში ნამდვილი რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტეს, რომელიც 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.
რეფორმის მიხედვით, უფროსკლასელთა პროგრამიდან სასკოლო საგნები უნდა ამოიღონ. შესაბამისად, აღარ იქნება ფიზიკის, მათემატიკის, ლიტერატურის, ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილები.
ცალკე საგნების ნაცვლად, სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა მოვლენას და მის მაგალითზე მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას. მაგალითად, მოუწევთ მეორე მსოფლიო ომის განხილვა ისტორიულ, გეოგრაფიულ და მათემატიკურ კონტექსტში.
ერთ-ერთი კურსი იქნება "მუშაობა კაფეში", რომლის შესწავლისას, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ცოდნა ინგლისურ ენაში, ეკონომიკასა და საკომუნიკაციო უნარებში.
სისტემა ამ ეტაპზე გათვალისწინებულია უფროსკლასელებისათვის, 16 წლიდან ზემოთ. მოსწავლემ უნდა აირჩიოს კონკრეტული თემა. იდეების საფუძველზე დაამუშაოს და გაიაზროს, რა გავლენას მოახდეს ეს ცოდნა მის შემდგომ ცხოვრებაზე.
აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს აღარ დასჭირდებათ ფიზიკის ან ქიმიის სრული კურსის გავლა, მას ისწავლიან დაბალ კლასებში ზოგადად.
ჰელსინკის ბევრ სკოლაში ლიტერატურა და ფიზიკა უკვე გაუქმებულია. მათ ნაცვლად კი ბავშვებს თემებსა და მოვლენებს ასწავლიან. ითვლება, რომ ამ გზით ისინი მიიღებენ ყოვლისმომცველ ცოდნას მსოფლიოს შესახებ. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მოსწავლეებს წაუკითხავენ ლექციას ისტორიის, პოლიტიკის, გეოგრაფიისა და უცხო ენების მიმართულებით.
სასკოლო რეფორმა მოითხოვს სხვადასხვა საგნის ინტეგრაციას და შესაბამისად მასწავლებელთა 70-მა პროცენტმა უკვე დაასრულა ტრენინგი. დაგეგმილია მათი ხელფასების გაზრდაც.