დიპლომის დადასტურება გაძვირდა - ამის გარეშე დიპლომს ძალა არა აქვს
დიპლომის დადასტურება გაძვირდა - ამის გარეშე დიპლომს ძალა არა აქვს
საქართველოში გაცემული დიპლომების დადასტურება გაძვირდა. „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, დიპლომის დადასტურება 40 ლარი გახდა. სერვისის ფასი აქამდე 25 ლარი იყო.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში გვითხრეს, 40 ლარის გადახდის შემდეგ იწყება საქმის წარმოება და დოკუმენტი ერთი თვის ვადაში ჩაბარდები.

”დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისთვის საჭიროა ჩააბარო დიპლომის არა ასლი, არამედ ნოტარიულად დამოწმებული დედანი,
ასევე უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განცხადებას კი, ადგილზევე დაწერენ” - ამბობენ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ცნობით, ცენტრი მსურველებს დამატებით სერვისებსაც სთავაზობს, რაც დოკუმენტის დაჩქარებული წესით მომზადებას გულისხმობს.

15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოება 80 ლარი ღირს.

5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოება - 120 ლარი

1 სამუშაო დღეში დაჩქარებული წარმოება - 250 ლარი.


თუ ორენოვანი დოკუმენტის აღება სურთ, საჭირო იქნება 25 ლარის დამატება.

აღსანიშნავია, რომ ერთ დღეში დიპლომის დადასტურება არ იქნება შესაძლებელი ყველა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის.

”ვაპირებთ ასეთი რამის გაკეთებას - 250 ლარიანი მომსახურება, ანუ ერთ დღეში რომ აიღონ დოკუმენტი, იქნება გარკვეული უნივერსიტეტების დიპლომებზე. ანუ იქნება ჩამონათვალი, რომელი უნივერსიტეტების დიპლომებს შეეხება. მოგეხსენებათ
90-იანი წლების დიპლომები ცოტა პრობლემურია. ამიტომაც, აუცილებლად გვექნება ჩამონათვალი, რომელი უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებს შეეხება ერთდღიანი სერვისი”, - აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

4896
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თეონა
0
ნოტარიულად დამოწმებული დედანი რას ნიშნავს??? დედანი ისედაც დამოწმებულია უნივერსიტეტის მიერ და ასლი მოწმდება ხოლმე ნოტარიულად, წესით
16:26 / 28-10-2019
დიტპ
0
საქმე არ გაქვტ მეტი არაფერი. ამდენი ხალხი შიმშილის ზღავრს დაბლაა , მათ დაეხმარეთ ჯობია.
15:36 / 25-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?