შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის გრანტირებულ მაგისტრანტთა სიას აქვეყნებს.
2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით განისაზღვრა და სწორედ ამ ქულის მიხედვით გაიცა გრანტი.
2019-2020 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარია. ყველაზე მეტი სტუდენტი საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) მიმართულებაზე დაფინანსდა. სულ 116 მაგისტრანტი, ყველაზე ნაკლები კი, ხელოვნების მიმართულებაზე, სულ 28 სტუდენტი.