რამდენიმე სკოლაში საშემოდგომო არდადეგები ცხადდება - შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი სკოლა ჩამონათვალში
რამდენიმე სკოლაში საშემოდგომო არდადეგები ცხადდება - შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი სკოლა ჩამონათვალში
სქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება. ეს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარებას უკავშირდება. გამოცდები სკოლის შენობებში ტარდება, რას სასწავლო პროცესის შეჩერებას გამოიწვევს. გამოცდები 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.

აღსანიშმნავია, რომ სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

სკოლების ჩამონათვალი, სადაც
არდადეგები დაინიშნა:


  • თბილისის N147 საჯარო სკოლა
  • თბილისის N117 საჯარო სკოლა
  • თბილისის N175 საჯარო სკოლა
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
  • ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
  • ბათუმის N10 საჯარო სკოლა
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა
  • მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა
  • ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა
  • ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა
  • ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის 41-ე სკოლაში არდადეგები შეეხებათ Vვ კლასისა და VI- XII კლასების მოსწავლეებს, ბათუმის N10 საჯარო სკოლაში V-XII კლასებს. ზემოთ ჩამოთვლილ დანარჩენ სკოლებში კი, არდადეგები ყველა კლასის მოსწავლეზე გავრცელდება.

28348
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
×××
0
და რა საინტერესოა იმ გაკვეთილებს ვინ ჩაატარებს სხვა სკოლებში სადაც საგამოცდო ცენტრი არ არის და მასწავლებლები კი გადიან გამოცდებზე?
23:32 / 26-10-2019
ნინი
0
განათლების სამინისტრო ამოწყდუთ ჩემი გაწამებისთვიიის კერძო სკოლამ რა დააშავაა
09:38 / 26-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?