რაში დახარჯავს განათლების სამინისტრო 48.85 მილიონი ევროს? - რას გულისხმობს რეფორმის მეორე ფაზა
რაში დახარჯავს განათლების სამინისტრო 48.85 მილიონი ევროს? - რას გულისხმობს რეფორმის მეორე ფაზა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, განათლების სამინისტრომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა.

"განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად, სამინისტრომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა. ამ კუთხით,
დღევანდელი დღეც განსაკუთრებულია, რადგან, პროექტი „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება“ II ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალ ხუთწლიანი პროგრამას იწყებენ, რომლის ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროა (დაახლოებით 156 მილიონი ლარი).

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით შესაბამისი უნარებისა და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების თანხვედრას, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის" - ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

119
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?