Education First –ის მონაცემებით, ევროპაში საქართველო ბოლოდან მესამე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს.

ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ინგლისურის ცოდნის დონე ყველაზე მაღალი ჰოლანდიაშია, მას მოსდევს შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი და ავსტრია.
გლობალურ ჭრილში კი, საქართველო ინგლისური ცოდნის მიხედვით, 100 ქვეყანას შორის, 56–ე ადგილს იკავებს. გლობალური მასშტაბითაც პირველ ადგილზე ნიდერლანდების სამეფოა, ბოლო, მეასე ადგილს კი, ლიბია იკავებს.