განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი აქამდეც ეკავა. კონკრეტულად კი ის მინისტრი 2017-2018 წლებში იყო.
მიხეილ ჩხენკელი ამ დრომდე განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.
მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი. 2017 წლამდე ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა.