რა დავალება მისცა პრემიერმა განათლების "მეორედ მოსულ" მინისტრს? – "ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა"
რა დავალება მისცა პრემიერმა განათლების "მეორედ მოსულ" მინისტრს? – "ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა"
მიხეილ ჩხენკელმა განათლების მინისტრის სავარძელი მეორედ დაიკავა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ის 13 ნოემბერს დაინიშნა.  ჩხენკელი სამინისტროს 2017 წელს, ზუსტად რვა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი "მეორედ მოსულმა" მინისტმა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასგან პირველი დავალება მიიღო. პრემიერმა ჩხენკელს დაავალა, რომ განსაკუთრებული ყურადღება პროფესიული სწავლების განვითარებას დაუთმოს.

"მინდა, დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რათა შევძლოთ უახლოესი წლების
განმავლობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც შრომის ბაზარზე გვაქვს. ბატონო მიხეილ, მინდა, გთხოვოთ, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.


482
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი