გამოეყოფა თუ არა განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო? – მიხეილ ჩხენკელის პირველი კომენტარი
გამოეყოფა თუ არა განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო? – მიხეილ ჩხენკელის პირველი კომენტარი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ კულტურა და განათლება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ განათლების და მეცნიერების სამინისტრო კულტურის მიმართულებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს.

მისივე თქმით კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა უკვე დაწყებულია.

„გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ეს სფეროები ერთმანეთთან, მაგრამ გამოყოფის შემდეგაც, მინდა დაგარწმუნოთ,
რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო კულტურის მიმართულებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს.

რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან, მასობრივი სპორტი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის. სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ძალიან მნიშველოვანია და სისტმებს შორის არის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
86
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები