გამოკითხულთა მხოლოდ 10% თვლის, რომ ქვეყანაში მთავარი გამოწვევა განათლებაა – IRI
გამოკითხულთა მხოლოდ 10% თვლის, რომ ქვეყანაში მთავარი გამოწვევა განათლებაა – IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევა ჩატარებულია 2019 წლის ივნისის შემდგომ პერიოდში. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა განათლებაა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, 68% თვლის, რომ მთავარი პრობლემა ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაა, 45% მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემაა მაღალი ფასები, 21% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ძირითად პრობლემა სიღარიბეა.

mshoblebi

ამასთან კითხვაზე თუ რა არის სახელმწიფოს მთავარი მიღწევა გამოკითხულთა მხოლოდ 4% პასუხობს, რომ განათლება. 21% ამბობს, რომ
სახელმწიფოს არავითარი მიღწევა არ აქვს, 36%–ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, 13% კი მიიჩნევს, რომ მთავარი მიღწევა ჯანდაცვის სფეროში განხორციებული რეფორმაა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის ქვეყნის სამი მთავარი გამოწვევა, გამოკითხულთა 10% პასუხობს, რომ მთავარი გამოწვევა განათლების პრობლემაა.

mshoblebi
„ეკონომიკა და უმუშევრობა საქართველოს მაცხოვრებელთათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური პარტნიების მხრიდან ამ პრობლემაზე ყურადღება არ არის გამახვილებული. რესპოდენტების 80%–მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მერკეტინგის ინსტიტუტმა (IPM) 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500–მა მაცხოვრებელმა“, – ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

105
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?